Magdalena Posted June 5, 2020 Share Posted June 5, 2020 მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ახალი მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები კოდური დასახელებით - Big Navi. მათ შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანის თანახმად ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon 6900ХТ (წინასწარი სახელწოდება) შეძლებს სათანადო კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 3080 Ti-ს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია, რადგანაც ზუსტი მონაცემები არ გაჟღერებულა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ AMD-ის წარმომადგენლების მიერ გამოცხადებული ოფიციალური ინფორმაციით. ონლაინ-ტრანსლაციის მსვლელობისას AMD-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერსონალური კომპიუტერების მფლობელები ახალ RDNA 2 არქიტექტურაზე წვდომას მიიღებენ იმაზე ადრე, ვიდრე იგი მომდევნო თაობის კონსოლებისთვის გამოვა. ამასთან დაკავშირებით დაზუსტდა, რომ გეიმინგ კონსოლებს შესაბამისი არქიტექტურით წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. ასევე ცნობილია, რომ Big Navi - ეს არის ფლაგმანური პროდუქტი, რომელიც ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. მასში თავმოყრილია უახლესი მიღწევები, რის შედეგად პროდუქტი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ენთუზიასტებისთვის. უფრო მეტიც, ოდნავ მოგვიანებით მასობრივი მომხმარებელიც კი შეძლებს წვდომა მიიღოს ახალ არქიტექტურაზე, რადგანაც RDNA 2 დროთა განმავლობაში სრულიად შეავიწროვებს ამჟამად არსებულ მოდელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ მეტად პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც იმედს იძლევა, რომ AMD შეძლებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას არა მხოლოდ დაბალი ფასის სეგმენტში, არამედ მაღალი წარმადობის მოდელებშიც, სადაც ბოლო პერიოდია „წითლები“ ფაქტობრივად არ არიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება ენთუზიასტებზე გათვლილ საუკეთესო პროდუქტს, არაოფიციალური ინფორმაციით იგი მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. https://bit.ly/373leVN Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.