Magdalena Posted June 2, 2020 Share Posted June 2, 2020 კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Creator 15, რომელიც გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. მოწყობილობაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-10875H. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.3 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.1 გჰც-ს. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი. უფროსი ვერსია დაკომპლექტებულია 4K პანელით (3840 × 2160 პიქსელი) და 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ეკრანით, მათ შორის ასევე მხარდაჭერილია სენსორული მართვა. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გიგაბაიტს. შესაძლებელია М.2 ფორმ-ფაქტორის ორი დისკის დაყენება. აღჭურვილობაში შედის დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა თეთრი ფერის განათებით, აუდიო სისტემა 2-ვატიანი დინამიკებით, პორტები USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI და RJ45. პორტატული კომპიუტერის ზომებია 358,3 × 248 × 18,3–19,8 მმ, წონა - 2.1 კილოგრამი. კვებაზე პასუხისმგებელია 99,9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://bit.ly/3dqYul2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.