Magdalena Posted May 28, 2020 Share Posted May 28, 2020 ამერიკულმა კომპანია Hewlett-Packard-მა დააანონსა მაღალი წარმადობის ლეპტოპები ZBook Firefly, რომლებსაც მაღალი დონის მახასიათებლების პარალელურად მეტად მოკრძალებული გაბარიტები და წონა აქვთ. მოწყობილობა გამოვა ზომის მხრივ ორ ვარიანტად - 14- და 15-დუიმიანი ეკრანებით. ლეპტოპები შეესაბამება MIL-STD-810H გამძლეობის სტანდარტს. კომპანიის ცნობებით ახალი 14-დუიმიანი ZBook Firefly 8,8 %-ით პატარა და 5,2 %-ით მსუბუქი წინა თაობის მოდელთან შედარებით. ლეპტოპის ეკრანი იკავებს ფართობის 84%-ს, რაც რეკორდული არა, მაგრამ საკმაოდ ღირსეული მაჩვენებელია. დისპლეის სახით გამოყენებულია HP Sure View Reflect მატრიცა. 15-დუიმიანი მოდელი წინამორბედზე 9,5 %-ით პატარა და 1,8 %-ით მსუბუქია. ეკრანი ფართობის 86%-ს იკავებს. ოფციურად შესაძლებელია კომპლექტაცია UHD HDR400 დისპლეით. რაც შეეხება შიდა მაკომპლექტებლებს, ლეპტოპები აგებულია მეათე თაობის Intel Comet Lake-U პროცესორების ბაზაზე. გრაფიკული ადაპტერის სახით გამოყენებულია NVIDIA Quadro P520 - GDDR5 ტიპის 4 გბ მეხსიერებით. HP ამტკიცებს, რომ 14-დუიმიანი მოდელის გრაფიკული ქვესისტემის წარმადობა 50%-ით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. ავტონომიური მუშაობის დრო 17 საათს შეადგენს. ახალი HP ZBook Firefly ლეპტოპები აგვისტოდან გაიყიდება, მათი საწყისი ფასია 1099 აშშ დოლარი. https://bit.ly/3c11TFD Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.