Jump to content
Power_VANO

DataFest Online-ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სპიკერები

Recommended Posts

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით 22-24 მაისს ᲑრუნდებაDataFest Online უმასპინძლებს არაერთ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა.  

გაგაცნობთ DataFest Online-ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სპიკერებს:

 

image.jpeg 

Yaryna Serkez 

რაფიკული რედაქტორი @ New York Times | გერმანია 

Yaryna Serkez არის დატა ჟურნალისტი. იგი მოღვაწეობს გერმანიში.  Yaryna არის  ნიუ იორკ თაიმსის (New York Times) გრაფიკული რედაქტორი. მანამ ის მუშაობდ ოლ სტრიტის (Wall Street) ჟურნალში, სადაც მან შექმნა ინტერაქტიული მონაცემების ისტორიები.  მის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს შორისაა დიზაინისთვის საჭირო მახვილი თვალი და უნარი რათა შექმნას ვებზე დაფუძნებული 3D გამოკვლევები. 

 

image.jpeg 

Nadieh Bremer 

მონაცეთა ვიზუალიზაციის დიზაინერი @ Visual Cinnamon | ნიდერლადები 

Nadieh Bremer პროფესიით  არი ასტრონომი, რომელმაც შეიცვალა პროფესია და გახდა მონაცემთა მეცნიერი, მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი. იგი მოღვაწეობს ამსტერდამში და ფრილანსერად მუშაობს Visual Cinnamon-შიის თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა, Google News Lab და UNESCO მცირე სტარტაპებისთვის, ასევე, ბეჭდურ გაზეთებთანინტერნეტ ინტერაქტიული  გამომცემლებთან სარეკლამო პრესრელიზები, მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტებისა და მონაცემთა ხელოვნების მიმართულებით. 

 

image.jpeg 

Gabrielle Merite 

მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი | აშშ 

Gabrielle Merite დამოუკიდებელი ფრანგი მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერია. Gabrielle ყოფილი მეცნიერული ჟურნალისტია სპეციალიზირებული ჯანმრთელობისა და ბიოლოგიის დარგში. მან შეიცლა პროფესია და გახდა მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი, რათა ერთმანეთისთვის შეერყა მეცნიერებისადმი და ხელოვნებისადმი სიყვარული. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია გააშუქოს მონაცემების მიღმა დამალული ისტორები. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო დონის  ლიდერებთან, როგორიცაა: ფრანგული სააგენტო  (French Agency for Research on AIDSViral Hepatitis), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) ისეთი დამოუკიდებელი  კომპანიებისთვის როგორიცაა ViiV HealthCare და Cleo Capita.

image.jpeg 

Sonja Kuijpers 

დამფუძნებელი @ STUDIO TERP | ნიდერლანდები 

სონია მართავს  საინფორმაციო გრაფიკულ სტუდიას - STUDIO TERP. 2013 წელს მან დაარსა სტუდია და დაიწყო ინფოგრაფიკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციების შეთავაზება კლიენტებისთვის. მას, როგორ ყოფილ საჯარო სივრცის/ლანდშაფტების არქიტექტურის დიზაინერს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ანალიტიკსა და ვიზუალიზაციის მიმართულებით.  ის აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობს საკუთარ dataviz და dataart პროექტებზე. მას პროექტ „view on despair“-ზე მუშაობამ მოუტანა ოქროს  ჯილდოსონიასთვის მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნა ნიშნავს ადამიანებისთვის რიცხვების მნიშველოვნებაზე ხაზგასმასინფორმაციის და მონაცემთა ესთეტიკის წარმოჩენას. 

 

image.jpeg 

Amanda Makulec 

უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტი @ Excella | აშშ 

ამანდა უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტია Excella-ში. მას აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის  საჯარო ჯანდაცვ სკოლის მაგისტრის ხარისხი. სანამ ამანდა კომპანია Excella-ს შეუერთდებოდა ის 8 წლის მანძილზ მუშაობდა  მონაცემთა ანალიტიკის განხრით, კერძოდ კი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით. ამანდა  მოხალისედ მუშაობს „მონაცემთა ვიზუალიზაციის საზოგადოების“ (Data Visualization Society) დირექტორად და არის Data Visualization DC-ს ს თანაორგანიზატორი. 

DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). 

ფესტივალის ორგანიზატორია  მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...