Misho0 Posted May 10, 2020 Share Posted May 10, 2020 მოგესალმებით მოკლედ შარშან შევიძინე ლეპტოპი asus fx705dy-rs51, დანიშნულება ძირითადად სამუშაოდ კად პროგრამები და ა.შ მოყვა ვინდოუს 10 იმის მერე ხელი არ მიხლია მუშაობს ნორმალურად. ეხლა პრობლემა რაშია, მოკლედ არ ვიცი ლეპტოპების პრობლემაა თუ ამას ჭირს ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება მრჩება რომ ლეპტოპებს ტუფტა სიმძლავრეები უწერიათ ნუ რაც შეხება მქონია აქამდე. კერძოდ ლეპტოპთან ერთად მაქვს PC პროცესორი3870, GTX960 ოპერი 8გბ და ინტელის SSd. ამ ლეპტოპტს კი რაიზენის პროცესორი აქვს, RX560X 16გბ რამი და NVM-ს SSD. მოკლედ ჩემი შეხედულებით და ისედაც მგონი რომ ლეპტოპის მონაცემები უკეთესია ვიდრე PC-ს მაგრამ რატომღაც ყველანაირი პროგრამა თუ თამაში PC-ზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეშვება და სტაბილურად მუშაობს, ხოლო ლეპტოპზე შედარებით დიდ ხანს ანდომებს ჩატვირთვას და შემდგომაც უჭირს მუშაობა. პირობითად ავტოკადში პერსონალურთან შედარებით მაგრად ლაგავს ასევე თამაშებში თუ სხვა პროგრამებში. ამასთან ტასკმენეჯერიდან არ ჩანს რომ რაიმე იტვირთება განსაკუთრებულად, ერთად ერთი პროცესორი შედარებით მეტად თორემ დანარჩენი არაფერი. თითქოს რაღაც ხელოვნურად ჭედავს, ვირუსის პონტშ არადა სულ ახალი ვიყიდე ამერიკიდან ჩამოტანილი პირველივე დღიდან ვერქაჩავს. კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ სანამ დამტენზე არ შევაერთებ ლეპტოპი სრული სიმძლავრით არ მუშაობს, Power მენეჯერიდან ყველაფერი მივუთითე მაგრამ ცოცხალი თავით არ მუშაობს, უფრო მკვდარია დამტენზე შედარებით ცოცხლდება. ელემენტარული ქულერებიც ძალიან დაბალ სიმძლავრეზე მუშაობენ როდესაც ელემენტზეა. დამტენზე ცოცხლდება. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი და რამდენად არის შესაძლებელი რომ ვინდოუსის გადაყენებამ უშველოს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 10, 2020 Share Posted May 10, 2020 i7-3770 გულისხმობ, თუ კი რატომ გგონია რომ ეგ მობილური რიზენი მაგაზე მძლავრია 3550H თუ აყენია ესეთი სხვაობაა მაგ ორს შორის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-3770-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1979vsm718601 ვიდეოკარტებში კი ასეთი https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-GTX-960-vs-AMD-RX-560/3165vs3926 ანუ ორივე შემთხვევაში დაახლოებით 40% წინ იქნება სულ მცირე დესკტოპი მაგ ლეპტოპზე, ეგეც თუ ყველაფერი კარგათ და გამართულათ მუშაობს და ხურდება ძალიან ნაგრუზკაზე, ისე თემისთვის ჯობდა ნორმალური სახელი დაგერქმია და არა შენი ნიკის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Misho0 Posted May 10, 2020 Author Share Posted May 10, 2020 13 minutes ago, George said: i7-3770 გულისხმობ, თუ კი რატომ გონია რომ ეგ რიზენი მაგაზე მძლავრია 3550H თუ აყენია ესეთი სხვაობაა მაგ ორს შორის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-3770-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1979vsm718601 ვიდეოკარტებში კი ასეთი https://gpu.userbenchmark.com/Compare/Nvidia-GTX-960-vs-AMD-RX-560/3165vs3926 ანუ ორივე შემთხვევაში დაახლოებით 40% წინ იქნება სულ მცირე დესკტოპი მაგ ლეპტოპზე, ეგეც თუ ყველაფერი კარგათ და გამართულათ მუშაობს და ხურდება ძალიან ნაგრუზკაზე, ისე თემისთვის ჯობდა ნორმალური სახელი დაგერქმია და არა შენი ნიკის შემეშალა აღწერაში, I5 არის 3570k ეს სერიაა როგორც მახსოვს, ანუ ნორმალურია ვითომ ყველაფერი? ყოველ შემთხვევაში გაჭედვის მომენტებში მენეჯერიდან რატომ არ მიჩვენებს არაფერს, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის. არადა კარგი წარმოდგენის ვიყავი ამ ლეპტოპზე ამ დრომდე : )) თემის სათაურს რაც შეეხება თითქოს დავაწერე მაგრამ მერე ავტორიზაციისას ეტყობა წაიშალა, პირველად დავპოსტე და ნელ ნელა გავერკვევი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 10, 2020 Share Posted May 10, 2020 მაგ შემთხვევაში ასეთი სხვაობა გამოდის https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i5-3570K-vs-AMD-Ryzen-5-3550H/1316vsm718601 მაინც არაა ძალზე სწრაფი, 8 თრიდიანია მაგრამ საკმაოთ სკრომნი წარმადობა აქვს ახალ ინტელის მობილურ პროცესორებს თუ შევადარებთ ანალოგიური თრიდებით, რაც შეეხება წარმადობას, ეგ ვინდოუსის ფორმაზეც იქნება დამოკიდებული და თვითონ ნოუტბუკისას, ტემპერატურები მაღალი აქვს ისე ნაგრუზკაზე, ეგ აგდებს წარმადობას ლეპტოპებზე, ხო ისე ახალი 4000 სერიის რიზენის პროცესორები მაგაზე ბევრათ უკეთესი გამოუვიდათ, მაგრამ ცხელებია ეგენიც საკმაოთ ინტელებივით, 85 გრადუსზე ეგენიც ადიან ნაგრუზკაზე 6-8 ბირთვიანები მინიმუმ და არც 4 ბირთვიანი იქნება ძალზე გრილი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Misho0 Posted May 10, 2020 Author Share Posted May 10, 2020 გასაგებია, მადლობა, ]იმ პრობლემას რაც შეეხება, დამტენის გარეშე რომ ვერ მუშაობს სრული სიმძლავრით ესაც სტანდარტულია თუ შეიძლება მოგვარება? აი ეხლაც აუტაკდი მქონდა ჩართული და საშინლად ჭედავს, ამ დროს არც პროცესორი და არც ოპერატიული არაა დატვირთული ვიდეოზე საუბარიც არაა. რატომღაც მგონია რომ რამე ჭირს რა. გაცხელებით საერთოდ არ ცხელდება თუ რამე კატასტროფული არ ჩართე. ისე ქულერები ოდნავ უბერავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 10, 2020 Share Posted May 10, 2020 ნუ ელემენტზე ეგრეა კი, ვერ მუშაობს მაქსიმალურ აბაროტებზე, გადახურების შემდეგაც ხალასტოი რეჟიმში გადადის, ეგეთი რამე ემართება როცა ხურდება უკვე საკმაოთ, რაღაც გარკვეული წუნი არაა გამორიცხული რომ ქონდეს, მაგრამ ეგრე ადვილათ ვერ დაადგენ თუ ყველაფერი სათითაოთ არ დატესტე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted May 11, 2020 Share Posted May 11, 2020 7 hours ago, Misho0 said: იმ პრობლემას რაც შეეხება, დამტენის გარეშე რომ ვერ მუშაობს სრული სიმძლავრით ესაც სტანდარტულია თუ შეიძლება მოგვარება? ზოგადად ყველა ლეპი ეგრეა, მარა წესით შესაძლებელი იქნება ბიოსიდან მაგ შეზღუდვის მოხსნა, თუმცა მეე ბევრად მალე დაჯდება ხოლმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Misho0 Posted May 15, 2020 Author Share Posted May 15, 2020 მოგესალმებით მოკლედ გაირკვა როგორც იქნა კომპიუტერის შენელებული მუშაობის მიზეზი, კერძოდ ჩავიწერე Metro Exodus სატესტო რეჟიმისათვის რათა გამერკვია საბოლოდ რასთან მქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ მეტროს საერთოდ ვერ უშვებდა, ყველაზე დაბალ სეთინგებზეც კი საშინლად ჭედავდა და ლაგავდა. ბუნებრივია საოცარია 2019 წლის გეიმინგ ლეპტოპისათვის ასეთი მოვლენები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია. სატესტო რეჟიმში ვაკვირდებოდი სხვადასხვა მონაცემებს, ყველაფერი რიგში იყო გარდა ერთისა-RX560 ვიდეო კარტის ნაცვლად დატვირთვა მოდიოდა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე, RX560 ზე დატვირთვა იყო სტაბილურად 0%. არ ვიცი თანამედროვე კომპიუტერებში ყველგან ასეა თუ ესაა რამე სიახლე, ყოველ შემთხვევაში როგორც წავიკითხე შედარებით მცირე დატვირთვებზე სისტემა იყენებს ინტეგრირებულ ვიდეო კარტას ხოლო მძიმე დატვირთვებზე უკვე ვიდეო ბარათს. აღნიშნული სისტემა ენერგომოხმარების დაზოგვისთვისაა შექმნილი. სხვადასხვა პროგრამების გაშვებისას ინდექსი აქვს ენერგო მოხმარების მითითებული და სისტემურად ავტომატურად გადადის ინტეგრირებულიდან ვიდეო ბარათზე და პირიქით. აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ საკითხს რადგან ტასკ მენეჯერიდან მეტნაკლებად ორივე იტვირთებოდა ხოლმე მცირე სიმძლავრეებით, ხოლო მეტროს შემთხვევაში საერთოდ 0% დაეცა და მთელი დატვირთვა გადავიდა ინტეგრირებულზე. მივხვდი რომ გარკვეულ ანომალიასთან მქონდა საქმე. დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ბოლოს როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ქონია ერთ ერთ უცხოელს,იმასაც მთელი ძებნის შემდეგ მოუძებნია ძლივს მოუძებნია გამოსავალი. საქმე იმაშია რომ ეს ყოფილა ამ სერიის ქარხნული პრობლემა, რის შედეგადაც ასუსმა გამოუშვა ახალი დრაივერები პრობლემის აღმოსაფხვრელად + სისტემური მართვის პროგრამა AMD Radeon software რომლის დახმარებითაც მოგვარებადი იყო პრობლემა, ოღონდ ერთი პირობით. დრაივერები უნდა განახლებულიყო საიტიდან გადმოწერილი გამაახლებლით და არა ხელით (ვცადე მანამდე და არ დადო შედეგი) + ზემოთხსენებული პროგრამაც საბოლოო ვერსია უნდა ყოფილიყო რომელიც დრაივერებში საერთოდ არაა, ცალკე უდევს ასუსს. უცხოელს ედო შესაბამისი ლინკი პროგრამის გადმოვიწერე. გადმოვწერე შემდგომ სისტემური გამაახლებელი. გავუკეთე განახლება, გავუშვი სისტემური მართვის პროგრამა მოვნიშნე გეიმინგ სეტაპებზე და ყველა პრობლემა გამოსწორდა. დატვირთვის ძირითადი წილი წამოვიდა RX560 ზე და მცირე ნაწილი დარჩა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზეც. მშვენივრად უშვებს მეტროს და კიდევ სხვა პროგრამებზეც შედარებით გამოცოცხლდა. მოკლედ ეს იყო მთელი პრობლემა და იმედია გამოადგება სხვებსაც. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.