მოგესალმებით
მოკლედ გაირკვა როგორც იქნა კომპიუტერის შენელებული მუშაობის მიზეზი, კერძოდ ჩავიწერე Metro Exodus სატესტო რეჟიმისათვის რათა გამერკვია საბოლოდ რასთან მქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ მეტროს საერთოდ ვერ უშვებდა, ყველაზე დაბალ სეთინგებზეც კი საშინლად ჭედავდა და ლაგავდა. ბუნებრივია საოცარია 2019 წლის გეიმინგ ლეპტოპისათვის ასეთი მოვლენები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია. სატესტო რეჟიმში ვაკვირდებოდი სხვადასხვა მონაცემებს, ყველაფერი რიგში იყო გარდა ერთისა-RX560 ვიდეო კარტის ნაცვლად დატვირთვა მოდიოდა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე, RX560 ზე დატვირთვა იყო სტაბილურად 0%. არ ვიცი თანამედროვე კომპიუტერებში ყველგან ასეა თუ ესაა რამე სიახლე, ყოველ შემთხვევაში როგორც წავიკითხე შედარებით მცირე დატვირთვებზე სისტემა იყენებს ინტეგრირებულ ვიდეო კარტას ხოლო მძიმე დატვირთვებზე უკვე ვიდეო ბარათს. აღნიშნული სისტემა ენერგომოხმარების დაზოგვისთვისაა შექმნილი. სხვადასხვა პროგრამების გაშვებისას ინდექსი აქვს ენერგო მოხმარების მითითებული და სისტემურად ავტომატურად გადადის ინტეგრირებულიდან ვიდეო ბარათზე და პირიქით. აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ საკითხს რადგან ტასკ მენეჯერიდან მეტნაკლებად ორივე იტვირთებოდა ხოლმე მცირე სიმძლავრეებით, ხოლო მეტროს შემთხვევაში საერთოდ 0% დაეცა და მთელი დატვირთვა გადავიდა ინტეგრირებულზე. მივხვდი რომ გარკვეულ ანომალიასთან მქონდა საქმე. დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ბოლოს როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ქონია ერთ ერთ უცხოელს,იმასაც მთელი ძებნის შემდეგ მოუძებნია ძლივს მოუძებნია გამოსავალი. საქმე იმაშია რომ ეს ყოფილა ამ სერიის ქარხნული პრობლემა, რის შედეგადაც ასუსმა გამოუშვა ახალი დრაივერები პრობლემის აღმოსაფხვრელად + სისტემური მართვის პროგრამა AMD Radeon software რომლის დახმარებითაც მოგვარებადი იყო პრობლემა, ოღონდ ერთი პირობით. დრაივერები უნდა განახლებულიყო საიტიდან გადმოწერილი გამაახლებლით და არა ხელით (ვცადე მანამდე და არ დადო შედეგი) + ზემოთხსენებული პროგრამაც საბოლოო ვერსია უნდა ყოფილიყო რომელიც დრაივერებში საერთოდ არაა, ცალკე უდევს ასუსს. უცხოელს ედო შესაბამისი ლინკი პროგრამის გადმოვიწერე. გადმოვწერე შემდგომ სისტემური გამაახლებელი. გავუკეთე განახლება, გავუშვი სისტემური მართვის პროგრამა მოვნიშნე გეიმინგ სეტაპებზე და ყველა პრობლემა გამოსწორდა. დატვირთვის ძირითადი წილი წამოვიდა RX560 ზე და მცირე ნაწილი დარჩა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზეც. მშვენივრად უშვებს მეტროს და კიდევ სხვა პროგრამებზეც შედარებით გამოცოცხლდა. მოკლედ ეს იყო მთელი პრობლემა და იმედია გამოადგება სხვებსაც.