Jump to content

Misho0

წევრი
  • Posts

    4
  • Joined

  • Last visited

Misho0's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

0

Reputation

  1. მოგესალმებით მოკლედ გაირკვა როგორც იქნა კომპიუტერის შენელებული მუშაობის მიზეზი, კერძოდ ჩავიწერე Metro Exodus სატესტო რეჟიმისათვის რათა გამერკვია საბოლოდ რასთან მქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ მეტროს საერთოდ ვერ უშვებდა, ყველაზე დაბალ სეთინგებზეც კი საშინლად ჭედავდა და ლაგავდა. ბუნებრივია საოცარია 2019 წლის გეიმინგ ლეპტოპისათვის ასეთი მოვლენები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია. სატესტო რეჟიმში ვაკვირდებოდი სხვადასხვა მონაცემებს, ყველაფერი რიგში იყო გარდა ერთისა-RX560 ვიდეო კარტის ნაცვლად დატვირთვა მოდიოდა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე, RX560 ზე დატვირთვა იყო სტაბილურად 0%. არ ვიცი თანამედროვე კომპიუტერებში ყველგან ასეა თუ ესაა რამე სიახლე, ყოველ შემთხვევაში როგორც წავიკითხე შედარებით მცირე დატვირთვებზე სისტემა იყენებს ინტეგრირებულ ვიდეო კარტას ხოლო მძიმე დატვირთვებზე უკვე ვიდეო ბარათს. აღნიშნული სისტემა ენერგომოხმარების დაზოგვისთვისაა შექმნილი. სხვადასხვა პროგრამების გაშვებისას ინდექსი აქვს ენერგო მოხმარების მითითებული და სისტემურად ავტომატურად გადადის ინტეგრირებულიდან ვიდეო ბარათზე და პირიქით. აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ საკითხს რადგან ტასკ მენეჯერიდან მეტნაკლებად ორივე იტვირთებოდა ხოლმე მცირე სიმძლავრეებით, ხოლო მეტროს შემთხვევაში საერთოდ 0% დაეცა და მთელი დატვირთვა გადავიდა ინტეგრირებულზე. მივხვდი რომ გარკვეულ ანომალიასთან მქონდა საქმე. დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ბოლოს როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ქონია ერთ ერთ უცხოელს,იმასაც მთელი ძებნის შემდეგ მოუძებნია ძლივს მოუძებნია გამოსავალი. საქმე იმაშია რომ ეს ყოფილა ამ სერიის ქარხნული პრობლემა, რის შედეგადაც ასუსმა გამოუშვა ახალი დრაივერები პრობლემის აღმოსაფხვრელად + სისტემური მართვის პროგრამა AMD Radeon software რომლის დახმარებითაც მოგვარებადი იყო პრობლემა, ოღონდ ერთი პირობით. დრაივერები უნდა განახლებულიყო საიტიდან გადმოწერილი გამაახლებლით და არა ხელით (ვცადე მანამდე და არ დადო შედეგი) + ზემოთხსენებული პროგრამაც საბოლოო ვერსია უნდა ყოფილიყო რომელიც დრაივერებში საერთოდ არაა, ცალკე უდევს ასუსს. უცხოელს ედო შესაბამისი ლინკი პროგრამის გადმოვიწერე. გადმოვწერე შემდგომ სისტემური გამაახლებელი. გავუკეთე განახლება, გავუშვი სისტემური მართვის პროგრამა მოვნიშნე გეიმინგ სეტაპებზე და ყველა პრობლემა გამოსწორდა. დატვირთვის ძირითადი წილი წამოვიდა RX560 ზე და მცირე ნაწილი დარჩა ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზეც. მშვენივრად უშვებს მეტროს და კიდევ სხვა პროგრამებზეც შედარებით გამოცოცხლდა. მოკლედ ეს იყო მთელი პრობლემა და იმედია გამოადგება სხვებსაც.
  2. გასაგებია, მადლობა, ]იმ პრობლემას რაც შეეხება, დამტენის გარეშე რომ ვერ მუშაობს სრული სიმძლავრით ესაც სტანდარტულია თუ შეიძლება მოგვარება? აი ეხლაც აუტაკდი მქონდა ჩართული და საშინლად ჭედავს, ამ დროს არც პროცესორი და არც ოპერატიული არაა დატვირთული ვიდეოზე საუბარიც არაა. რატომღაც მგონია რომ რამე ჭირს რა. გაცხელებით საერთოდ არ ცხელდება თუ რამე კატასტროფული არ ჩართე. ისე ქულერები ოდნავ უბერავს.
  3. შემეშალა აღწერაში, I5 არის 3570k ეს სერიაა როგორც მახსოვს, ანუ ნორმალურია ვითომ ყველაფერი? ყოველ შემთხვევაში გაჭედვის მომენტებში მენეჯერიდან რატომ არ მიჩვენებს არაფერს, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის. არადა კარგი წარმოდგენის ვიყავი ამ ლეპტოპზე ამ დრომდე : )) თემის სათაურს რაც შეეხება თითქოს დავაწერე მაგრამ მერე ავტორიზაციისას ეტყობა წაიშალა, პირველად დავპოსტე და ნელ ნელა გავერკვევი.
  4. მოგესალმებით მოკლედ შარშან შევიძინე ლეპტოპი asus fx705dy-rs51, დანიშნულება ძირითადად სამუშაოდ კად პროგრამები და ა.შ მოყვა ვინდოუს 10 იმის მერე ხელი არ მიხლია მუშაობს ნორმალურად. ეხლა პრობლემა რაშია, მოკლედ არ ვიცი ლეპტოპების პრობლემაა თუ ამას ჭირს ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილება მრჩება რომ ლეპტოპებს ტუფტა სიმძლავრეები უწერიათ ნუ რაც შეხება მქონია აქამდე. კერძოდ ლეპტოპთან ერთად მაქვს PC პროცესორი3870, GTX960 ოპერი 8გბ და ინტელის SSd. ამ ლეპტოპტს კი რაიზენის პროცესორი აქვს, RX560X 16გბ რამი და NVM-ს SSD. მოკლედ ჩემი შეხედულებით და ისედაც მგონი რომ ლეპტოპის მონაცემები უკეთესია ვიდრე PC-ს მაგრამ რატომღაც ყველანაირი პროგრამა თუ თამაში PC-ზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეშვება და სტაბილურად მუშაობს, ხოლო ლეპტოპზე შედარებით დიდ ხანს ანდომებს ჩატვირთვას და შემდგომაც უჭირს მუშაობა. პირობითად ავტოკადში პერსონალურთან შედარებით მაგრად ლაგავს ასევე თამაშებში თუ სხვა პროგრამებში. ამასთან ტასკმენეჯერიდან არ ჩანს რომ რაიმე იტვირთება განსაკუთრებულად, ერთად ერთი პროცესორი შედარებით მეტად თორემ დანარჩენი არაფერი. თითქოს რაღაც ხელოვნურად ჭედავს, ვირუსის პონტშ არადა სულ ახალი ვიყიდე ამერიკიდან ჩამოტანილი პირველივე დღიდან ვერქაჩავს. კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ სანამ დამტენზე არ შევაერთებ ლეპტოპი სრული სიმძლავრით არ მუშაობს, Power მენეჯერიდან ყველაფერი მივუთითე მაგრამ ცოცხალი თავით არ მუშაობს, უფრო მკვდარია დამტენზე შედარებით ცოცხლდება. ელემენტარული ქულერებიც ძალიან დაბალ სიმძლავრეზე მუშაობენ როდესაც ელემენტზეა. დამტენზე ცოცხლდება. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი და რამდენად არის შესაძლებელი რომ ვინდოუსის გადაყენებამ უშველოს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.