Jump to content

Ethereum-ის დეველოპერებმა დააანონსეს „უფასო“ ტრანზაქციები და ქსელის ამჟამინდელი ვერსიის მასშტაბირება


Recommended Posts

DeFi-პროტოკოლ Syntetix-ისა და აპლიკაციების (Dapps) პლატფორმა Biconomy-ის დეველოპერებმა წარადგინეს მასშტაბირებისა და ოპტმიზაციის ბეტა-ვერსია ETH 2.0-ის გაშვებამდე.  

შეგახსნებთ, რომ ანტრეპრენერ ჯანსტინ დრეიკს შემოთავაზება ჰქონდა - ამოქმედებულიყო Ethereum-ის ეკოსისტემის გადასვლა 2.0 სტადიაში ქსელის შექმნის თარიღზე -  30 ივნისს. სრული ამოქმედება განხორციელდება ექვს ეტაპად, თითოეული მათგანი მრავალრიცხოვან ცვლილებასთანაა დაკავშირებული. 

image.png 

მოსალოდნელია, რომ მთავარი Ethereum 2.0 ქსელის ნულოვან ფაზაში გადაიხედება ღირებულება, მომხმარებლების სინქრონიზაცია და საკომისიოს ცვლილებების პრინციპები. Proof-of-Stake-ზე გადასვლა გაზრდის ქსელის სიჩქარეს. 

DeFi-პროტოკოლ Syntetix-ის დეველოპერებმა შემოგვთავაზეს მასშტაბირებასთან დაკავშირებული ერ-ერთი ფცია, რომლის რეალიზება ამჟამად უკვე შესაძლებელია. მათ გააერთიანეს კოლეგების ძალისხმევა Optimism-იდან, რომლებიც მეორე დონის გადაწყვეტილებაზე მუშაობენ. 

მათი მუშაობის ნაყოფია Synthetix Exchange, რომელიც ამოქმედდა ვირტუალურ მანქანა Optimism-ზე. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს ფასის განახლების შეფერხება თითქმის 38-ჯერ და ავად ოპერაციის სიჩქარის შეფერხება 75-ჯერ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის ღირებულებას. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ETH 2.0 გადავადდება, ETH 1-ს მაინც ბევრი უპირატესობა აქვს. Ethereum-ს ამამინდელი მდგომარეობით აქვ მასშტაბირების ზრდის პოტენცია Proof-of-Stake-ზე გადასვლამდე“ - დარწმუნებულია Syntetix-ის დამფუძნებელი კევინ უორიკი. 

მისი შეფასებით Synthetix Exchange-ს შეუძლია წამში რამდენიმე აასი ტრანზაქციის უზრუნველყოფა, რაც წინა შედეგზე  ბევრად მეტია. 

Biconomy-ს დეველოპერებმა აამოქმედეს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობის ინფრასტრუქტურის ბეტა-ვერსია. პლატფორმა განკუთვნილია DApp პროტოკოლებთან თანაქმედების გამარტივებისთვის, მიი ფართოდ დანერგვის ბარიერები აღმოფხვრისა და მომხმარებლებთან მუშაობის შემსუბუქებისთვის. 

Dapps-ის მომხმარებლები, რომლებიც ახდენენ Biconomy-ის ინტეგრაციას, მასზე წვდომას მიიებენ ჩვეულებრივი ინტერფეისით მომხმარებლის სახელითა და პაროლით სმარტ-კონტრაქტების ტექნიკური ურთიერთქმედების აუცილებლობისა და მოსაკრებლის გარეშე. 

ანტრეპრენერები მიიჩნევენ, რომ მაღალი საკომისიო და მოუხერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი ხელს უშლის ინოვაციებს. 

მიმდინარე ეტაპზე კომპანიების პარტნიორები გახდნენ Matic Network, Torus, Daostack, Sapien Network, Dapp Pocket, Zefi, Alathea, Frontier Wallet, Fortmatic და Idle Finance. 

DeFi-ს მზარდი პოპულარობისა და ETH 2.0-ის დანერგვის ფოზე Ethereum-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი წლის დასაწყისიდან გაორმაგდა. 

ბოლო პერიოდში დაქარდა უნიკალური ETH-მისამართების შექმნა. ამავდროულად, ყოველდღიური ზრდის ტემპმა მოიმატა 50 ათასიდან 100 ათასამდე მიმდინარე წლის პირველ თვეებში. უნიკალური მისამართების საერთო რაოდენობა ამჟამად 96 მილიონს აღემატება. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტო ქომიუნით წარმომადგლები გარდაუვლად მიიჩნევენ ბაზრის აღმავლობასა და დეცენტრალიზებული ფინანსების სამომავლო ტრანსფორმაციას Ethereum-ის  2.0 ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.