Magdalena Posted May 5, 2020 Share Posted May 5, 2020 ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე წარდგენილი Yoga Slim 7 სერიის Lenovo-ს ულტრაბუკები გაყიდვაში 16 მაისიდან გამოვა. ამის შესახებ Lenovo-მ განაცხადა სოციალურ ქსელ Weibo-ზე. მაისის რელიზი ეხება მხოლოდ ჩინეთის ბაზარს, გლობალური გაყიდვები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. Lenovo Yoga Slim 7 სერიაში წარმოდგენილია 14-და 15-დუიმიანი მოდელები, მოწყობილობებს აქვთ Intel-ისა და AMD-ის უახლესი პროცესორები. კომპანია მიგვითითებს, რომ AMD-ის პლატფორმაზე არსებული 14-დუიმიანი მოდელები 14 მაისიდან გაიყიდება. მობილური სისტემის მაქსიმალური კონფიგურაცია კი წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 7 4800U პროცესორითა და ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემით, ექნება 16 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება და 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe SSD. წინასწარი შეკვეთების ფარგლებში ამ მოდელის ფასი დაახლოებით 708 აშშ დოლარი იქნება, ბაზარზე სრულფასოვანი გამოსვლის შემდეგ კი ფასი აიწევს 779 აშშ დოლარამდე. ევროპულ ბაზარზე AMD Ryzen 7 4800U პროცესორის მქონე 14-დუიმიანი მოდელი Lenovo Yoga Slim 7 უახლოეს მომავალში გამოვა. თავდაპირველად AMD-ვერსიის ულტრაბუკის გაყიდვაში გამოსვლა აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კომპანიას კორონავირუსმა და მისგან გამოწვეულმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი. https://bit.ly/2ytGlUl 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.