Magdalena Posted April 29, 2020 Share Posted April 29, 2020 NVIDIA-მ განაცხადა, რომ 14 მაისს ჩაატარებს თავის მთავარ ყოველწლიურ ღონისძიებას - კონფერენცია GTC-ს (GPU Technology Conference), რომელიც თავდაპირველად 23 მარტისთვის იყო დაგეგმილი. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართება, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი ტრანსლაცია - რეალურად ვიხილავთ ჩანაწერს. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ღონისძიებაზე წარდგება კომპანიის ბოლო ინოვაციური მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაღალი წარმადობის გამოთვლაში, მონაცემთა დამუშავებაში, ავტონომიურ მანქანებში, ჯანდაცვასა და გრაფიკაში“. კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება RTX 3000 სერიის გრაფიკული ჩიპების ანონსი, თუმცა ინტერნეტ-რესურს TechRadar-ის ექსპერტები თვლიან, რომ მათი წარდგენა GTC 2020-ზე არ შედგება. windowscentral.com მათ ნაცვლად ტექნოლოგიური გიგანტი სავარაუდოდ წარადგენს ახალი თაობის სერვერულ ჩიპებს, რომლებიც 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. მათი მახასიათებლები წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რას უნდა ველოდოთ სამომავლო თაობის სამომხმარებლო NVIDIA GeForce ვიდეო დაფებისგან. როდესაც კომპანიამ 23 მარტს დაგეგმილი ღონისძიება გადადო, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ NVIDIA-მ მოამზადა შესანიშნავი პროდუქტები, რომელთა შესახებ დეტალები კონფერენციაზე გახდება ცნობილი. ღონისძიების ტრანსლირება მოხდება NVIDIA-ს ოფიციალურ YouTube-არხზე. https://3dnews.ru/1009535 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.