Magdalena Posted April 21, 2020 Share Posted April 21, 2020 Apple მუშაობს Touch ID-ის მქონე ახალ iPad Air-ზე, გეიმინგ კონტროლერზე, AirPods Lite-ზე, 12-დუიმიან MacBook-ზე, AirPods X-ზე, HomePod mini-სა და ბევრ სხვა ინოვაციურ მოწყობილობაზე. ეს ინფორმაცია გავრცელდა ავტორიტეტული ინსაიდერის მიერ, რომელმაც სწორად გამოთვალა iPhone SE-ს გამოსვლა, ასევე ზუსტად იცოდა მოწყობილობების ფერთა ვარიაციებისა და მეხსიერების მოცულობის შესახებ. iPad Pro 2020-ის გამოსვლის თარიღიც ამ ინფორმატორის მიერ გახდა ცნობილი. ანონიმურმა წყარომ გაამხილა Apple-ის მომდევნო ნახევარი წლის გეგმები. მაშ ასე, კომპანია წარადგენს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა მესამე თაობის AirPods, AirPods X, AirTags, განახლებული Apple TV, განახლებული iMac, HomePod mini და iPhone 12-ის ოთხი ახალი მოდელი. ამ პროდუქტების უმეტესობის გამოსვლა სხვა წყაროებმაც დაადასტურეს. ინსაიდერის თქმით, ერთ-ერთ სამომავლო MacBook-ს აუცილებლად ექნება A სერიის Apple-ის პროცესორი. ეს იქნება 12-დუიმიანი MacBook, რომელიც გასულ წელს წარმოებიდან მოიხსნა. Apple-მა შესაძლოა აღადგინოს MacBook-ები ვენტილატორის გარეშე საკუთარი ARM-პროცესორების ბაზაზე, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ წარმადობასა და გამოყოფილ სითბოს შორის საუკეთესო შეფარდებას Intel-ის პროცესორებთან შედარებით. ანონიმური ინფორმატორის ცნობებში ასევე მითითებულია, რომ Apple მუშაობს საკუთარ გეიმინგ-კონტროლერზე. ეს გახლავთ პროდუქტი, რომლის დაანონსებას Apple ახალ Apple TV-სთან ერთად ისურვებდა. iOS 13-სა და iPadOS 13-ს კომპანიამ დაუმატა Xbox-ისა და PlayStation-ის კონტროლერების მხარდაჭერა, iPad და Apple TV კი კომპანიისთვის რთული ამოცანა იქნება, თუკი კონტროლერს არ ექნება რაიმე სახის ინოვაციური ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პროდუქტებზე ცნობები სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდება, კომპანიას ყოველთვის შეუძლია უკანასკნელ წუთს ცვლილებები შეიტანოს თავის გეგმებში. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - პანდემიის მიუხედავად Apple-ს წინ დატვირთული წელი ელის, მუდმივად გამოვა ინოვაციური პროდუქტები. https://overclockers.ru/blog/e1nher1/show/35878/stala-izvestna-informaciya-o-buduschih-produktah-apple-ipad-air-s-touch-id-12-djujmovyj-macbook-na-baze-arm-i-mnogoe-drugoe Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.