Jump to content

Xiaomi-ს ახალი მძლავრი RedmiBook 14 Ryzen Edition სულ რაღაც 465 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს. ლეპტოპებ დაანონსდა 2019 წლის ოქტომბერში და გვევლინებოდა, როგორც მძლავრი მოწყობილობები ხელსაყრელ ფასად. ამამად მათი წინასწარი შეკვეთა ჯერჯერობით შესაძლებელია ჩინეთში, გაყიდვები კი 9 აპრილიდან დაიწყება.  

image.jpeg 

 

თავდაპირველად RedmiBook 14 გამოდიოდა Intel Core პროცესორებით. AMD Ryzen პროცესორების მქონე ახალ ლეპტოპებში კვლავ წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის 81.2%-ს იკავებს. ახალ ლეპტოპებს აქვთ Dolby DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

RedmiBook 14 Ryzen Edition პროცესორების მხრივ ორ ვერსიად გამოვა: მოდელი AMD Ryzen 5 3500U ჩიპითა და მეორე ვერსია - Ryzen 7 3700U პროცესორით. ორივე მათგანს ექნება 8/16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება. 

Xiaomi-მ განაცხადა, რომ მოწყობილობებში მხარდაჭერილი იქნება ახლი ფუნქცია - ფაილების გადაცემა Xiaomi, Oppo დაVivo ბრენდებს შორის. ეს ფუნქცია მიმდინარე წელს ამოქმედდა დასახელებულ კომპანიებს შორის ანამშრომლობის შედეგად. მისი გამოყენებით შესალებელია ლეპტოპებსა და სმარტფონებს შორის ფაილების, აასზე მეი მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს მომენტალურად  გადაცემა ფაილის ზომის შეზღუდვის გარეშე. 

რაც შეეხება ფასს, RedmiBook 14 ლეპტოპის ვერსია, რომელსაც ექნება AMD Ryzen 5 პროცესორი და 8+512 გბ მეხსიერება, გაიყიდება 465 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია AMD Ryzen 7 პროცესორია და 16+512 გბ მეხსიერებით გაიყიდება დაახლოებით 565 აშშ დოლარად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.