Magdalena Posted March 24, 2020 Posted March 24, 2020 კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი კრიპტოვალუტისთვის გარღვევა იქნება: “Bitcoin დარჩება არასტაბილური კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მაკროეკონომიკური ფონი - ეს არის ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. ეს წელი უნდა გახდეს და გახდება BTC-ის წელი“ - განაცხადა მან. 13 მარტს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი დაეცა ბაზრის სხვა წარმომადგენლების სინქრონულად მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. S&P 500 ინდექსმა 1987 წლიდან მოყოლებული უდიდესი დღიური ვარდნა განიცადა, გარკვეულ პერიოდში Bitcoin 4 ათასდოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. ნოვოგრაცმა კრიპტოვალუტის კოტირების მკვეთრი შემცირება ახსნა იმ დღეს აქტივების პანიკური გაყიდვით. გასულ კვირაში Bitcoin-ის ფასი დაუბრუნდა 6 ათას დოლარზე ზემოთ ნიშნულს და ბოლო დღეებში მერყეობს ფასის ამ დიაპაზონში. ძველად ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი კრიპტოვალუტის მასობრივი მიღების პროცესს შეაფერხებს და გადადებს ერთი წლით ან წელიწადნახევრით. https://forklog.com/majk-novograts-etot-god-stanet-godom-bitkoina/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.