Magdalena Posted March 23, 2020 Posted March 23, 2020 Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ მაინერები აიძულა აღჭურვილობის ნაწილი გაეთიშათ, რამაც გამოიწვია ახალი ბლოკის აღმოჩენისთვის საჭირო საშუალო დროის ზრდა. ამგვარ მონაცემებს გვიზიარებს TokenAnalyst-ის წამყვანი მკვლევარი Ankit Chiplunkar. კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი 12 მარტს Bitcoin-ის კოტირების შემცირების ფონზე შემცირდა დაახლოებით 30%-ით და ჩამოვიდა 97,9 EH/s-მდე. 20 მარტისთვის მაჩვენებელი 82,28 EH/s მაჩვენებლამდე შემცირდა. ვარდნამ აჩვენა, რომ მაინერები თიშავენ აღჭურვილობას, რათა ზარალში არ მოყვნენ. Chiplunkar-მა აღნიშნა, რომ მაინერების შემოსავალზე გავლენას ახდენს არა მარტო Bitcoin-ის კოტირების შემცირება დოლარში გათვლით, არამედ ბლოკის ძიებისთვის საჭირო დროის ზრდა. ქსელის ალგორითმში გათვალისწინებულია, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში ემატება, თუმცა მარტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9 წუთზე ნაკლები იყო, 12-19 რიცხვისთვის კი 12-14 წუთამდე ავიდა. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბლოკის ძიების ტემპის შემცირებამ შესაძლოა ჰალვინგის ვადა შეცვალოს. ამასთან, ბლოკზე ჯილდოს 12.5 BTC-დან 6.75 BTC-მდე შემცირება დამატებით გავლენას იქონიებს მაინინგის შემოსავლიანობაზე. ბლოკის მოპოვების სიჩქარის მაჩვენებელი CoinMetrics-ის სპეციალისტების აზრით 13%-მდე დაეცემა. Bitcoin-ანალიტიკოსი, მეტსახელით Ceteris Paribus ადასტურებს TokenAnalyst-ის დასკვნებს და თვლის, რომ 10-20 მარტის პერიოდში ბლოკის დამატების საშუალო დრო შეადგენდა 11.9 წუთს - გაანგარიშებული 10 წუთის ნაცვლად. მაინერებმა ამ პერიოდში მოიპოვეს 16 650 BTC დაგეგმილი 19 800 BTC-ის ნაცვლად. MinerUpdate-ის კვლევის თანახმად მოსალოდნელი ჰალვინგი სერიოზული სტრესი იქნება მაინერებისთვის და გამოიწვევს დიდი მოთამაშეების მიერ შესაძლებლობების კონსოლიდაციას. https://forklog.com/padenie-heshrejta-bitkoina-sokratilo-skorost-nahozhdeniya-blokov-na-60/ Quote
George Posted March 24, 2020 Posted March 24, 2020 ხო საკმაოთ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ალბათ გამოსწორდება მდგომარეობა შემდეგი წლისთვის მაინც, დრო ჭირდებათ ჰალვინგის შემდეგ რომ ისევ დაგაზონ, ახალი უფრო ძლიერი ასიკებიც გამოვლენ და ამოქაჩავენ მოგვიანებით ისევე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.