Magdalena Posted March 21, 2020 Posted March 21, 2020 GDC 2020-ის ზაფხულამდე გადავადების გამო Intel-მა ჩაატარა ვირტუალური პრეზენტაცია "Multi-Adapter with Integrated and Discrete GPUs". Intel-მა აღნიშნა, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათები ხშირად გამოიყენება პროცესორებით, რომელთაც ინტეგრირებული გრაფიკა აქვთ და კომპანიამ გამოიკვლია ისეთი შემთხვევები, როდესაც უახლესი ინტეგრირებული გრაფიკა Intel-ის პროცესორებში ამაღლებს სისტემის წარმადობის დონეს ისეთ შემთხვევებთან შედარებით, როცა ვიყენებთ მხოლოდ დისკრეტულ გრაფიკულ დაფას. ამგვარი შედეგი მიიღწევა ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორზე გარკვეული დატვირთვის გადატანის შედეგად. Intel-ის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ აამოქმედოს სიმულაცია ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორში (შეიდერის გამოთვლა), რათა დისკრეტულ პროცესორს მეტი შესაძლებლობა მიეცეს გრაფიკაზე სამუშაოდ. Intel-ის კონცეფციის დადასტურებას ხელი შეუწყო ნაწილაკების სიმულაციამ Microsoft D3D12-ში, სადაც განხორციელდა 4 მლნ ნაწილაკის მოდელირება Intel HD 530 გრაფიკისა და AMD Radeon RX 480 დისკრეტული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით. Intel-ს მულტიადაპტერის გამოყენების სამი შესაძლო მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რენდერინგის ერთობლივი გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება ასიმეტრიული გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. მეორე მეთოდია ინტეგრირებული გრაფიკის შემდგომი დამუშავება. მესამე მეთოდი გულისხმობს სამუშაო დატვირთვის „ასინქრონული გამოთვლების“ ინტეგრირებულ გრაფიკაზე შესრულებას - ასეთია ხელოვნური ინტელექტი, ფიზიკა, დეფორმაცია, ნაწილაკებისა და ჩრდილების მოდელირება. Intel თვლის, რომ ამგვარი მიდგომა საუკეთესოა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/34683/intel-obedinyaet-integrirovannuju-grafiku-s-diskretnoj-kartoj-amd-dlya-povysheniya-proizvoditelnosti Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.