Magdalena Posted March 21, 2020 Share Posted March 21, 2020 GDC 2020-ის ზაფხულამდე გადავადების გამო Intel-მა ჩაატარა ვირტუალური პრეზენტაცია "Multi-Adapter with Integrated and Discrete GPUs". Intel-მა აღნიშნა, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათები ხშირად გამოიყენება პროცესორებით, რომელთაც ინტეგრირებული გრაფიკა აქვთ და კომპანიამ გამოიკვლია ისეთი შემთხვევები, როდესაც უახლესი ინტეგრირებული გრაფიკა Intel-ის პროცესორებში ამაღლებს სისტემის წარმადობის დონეს ისეთ შემთხვევებთან შედარებით, როცა ვიყენებთ მხოლოდ დისკრეტულ გრაფიკულ დაფას. ამგვარი შედეგი მიიღწევა ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორზე გარკვეული დატვირთვის გადატანის შედეგად. Intel-ის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ აამოქმედოს სიმულაცია ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორში (შეიდერის გამოთვლა), რათა დისკრეტულ პროცესორს მეტი შესაძლებლობა მიეცეს გრაფიკაზე სამუშაოდ. Intel-ის კონცეფციის დადასტურებას ხელი შეუწყო ნაწილაკების სიმულაციამ Microsoft D3D12-ში, სადაც განხორციელდა 4 მლნ ნაწილაკის მოდელირება Intel HD 530 გრაფიკისა და AMD Radeon RX 480 დისკრეტული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით. Intel-ს მულტიადაპტერის გამოყენების სამი შესაძლო მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რენდერინგის ერთობლივი გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება ასიმეტრიული გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. მეორე მეთოდია ინტეგრირებული გრაფიკის შემდგომი დამუშავება. მესამე მეთოდი გულისხმობს სამუშაო დატვირთვის „ასინქრონული გამოთვლების“ ინტეგრირებულ გრაფიკაზე შესრულებას - ასეთია ხელოვნური ინტელექტი, ფიზიკა, დეფორმაცია, ნაწილაკებისა და ჩრდილების მოდელირება. Intel თვლის, რომ ამგვარი მიდგომა საუკეთესოა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/34683/intel-obedinyaet-integrirovannuju-grafiku-s-diskretnoj-kartoj-amd-dlya-povysheniya-proizvoditelnosti Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.