Jump to content
Magdalena

წარმოება ორიენტირს იცვლის სამედიცინო აღჭურვილობის გამოშვების მიმართულებით

Recommended Posts

მიმდინარე კვირაში ილონ მასკი გამოვდა ინიციატივით, რომ დაიწყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების წარმოება მისი კომპანიის კუთვნილი ძალების მიერ. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ იდეას და შესაძოა სხვა ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმაც აიღონ მასკისგან მაგალითი პანდემიის პირობებში. 

image.jpeg 

ნიუ-იორკის მერი Bill de Blasio დადებითად გამოეხმაურა მასკის განცხადებას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამშვების შესახებ, აპარატზე მოთხოვნა შესაძოა სწრაფად გაიზარდოს COVID-19-ის გავრცელების პირობებში. მისი თქმით მთელ ქვეყანას სჭირდება ეს მოწყობილობა, მხოლოდ ნიუ-იორკი რამდენიმე ათასი ამგვარი აპარატის შეძენას აპირებს უახლოეს პერიოდში. მასკი უკან არ იხევს და გამოხატავს მზადყოფნას, რომ საკითხი განიხილოს ნი-იორკის ადმინისტრაციასთან. 

მერიკული ავტოგიანტები, რომლებმაც პროფკავშირების ზეგავლენის შედეგად შეაჩერეს ძირითადი პროდუქციის წარმოება, ასევე განიხილავენ შესაძლებლობას - აწარმოონ ზემოთხსენებული აპარატები თავიანთ ავისუფალ ქარხნებში. General Motors-ის გენერალური დირექტორი Mary Barra ღნიშნულ საკიხზე უკვე დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კომპანია Ford-იც განიხილავს ანალოგიურ შესაძებლობას. 

General Electric ელის ვენტილაციის აპარატების წარმოების ზრდას, ამისათვის ქარხნებში დამატებითი სამუშაო სმენები დაემატება, რათა წარმოება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდეს. სხვა საწარმოო გიგანტებიც გაგებით ეკიდებიან ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებს.  

Honeywellდა 3M საწარმოო ძალების მიმართვას აპირებენ N95 ტიპის სამედიცინო ნიღბების წარმოებისკენ. გამოშვებული ნიღბების მოცულობა ათეულ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. პარფიუმერული გიგანტი LVMH გადაერთო ხელების სადეზინფექციო გელის წარმოებაზე, რომელზე მოთხოვნა მეტად გაიზარდა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...