Magdalena Posted March 18, 2020 Share Posted March 18, 2020 ოპერაციული სისტემა Android-ის მფლობელებმა მიიღეს შესაძლებლობა დაამატონ სადებეტო ბარათი Coinbase Card უშუალოდ Google Pay საფულეში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ შეასრულონ სხვადასხვა სახის ანგარიშსწორება კრიპტოვალუტების ბალანსით. ამგვარად, Coinbase გახდა პირველი კომპანია, რომელიც განახორციელებს მობილურ გადახდებს ციფრულ ვალუტებში Google Pay-ს გამოყენებით. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Android-აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შესვლა Coinbase-ის ექაუნთში და Google Pay-ში ბარათის დამატება. Coinbase Card აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. Coinbase Card-ის გამოყენებით Google Pay-ის მეშვეობით გადახდები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ხორვატია, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი. წლის ბოლოსთვის Coinbase აპირებს გააფართოვოს ზემოთხსენებული ფუნქციის მხარდაჭერის მქონე ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Coinbase-მა მიიღო Visa Principal Member-ის სტატუსი, რისი წყალობით კომპანიას მეტად აღარ უწევს გამოიყენოს გარე კომპანიების სერვისები Coinbase Card-ის გამოშვებისთვის. https://forklog.com/polzovateli-karty-coinbase-smogut-rasplachivatsya-kriptovalyutoj-cherez-google-pay/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.