Magdalena Posted March 6, 2020 Share Posted March 6, 2020 Bitcoin და Ethereum მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცნენ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, Brad Garlinghouse-ის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ამ კრიპტოვალუტების მაინინგზე დახარჯული ენერგია და გამოყოფილი ნარჩენები. „Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგის ენერგომოხმარება - ეს უზარმაზარ ხარჯებს ნიშნავს. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი სტიმული, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ დანატოვარ ნახშირორჟანგზე. გაუგებარია, რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში“ - დაწერა მან. Garlinghouse-ის განცხადება წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპერტ ალექს დე ფრისის მცირეხნისწინანდელი კვლევის პასუხს. კვლევის თანახმად Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (77,78 ტერავატი-საათში) აღემატება მთლიანი ჩილეს ანალოგიურ მაჩვენებელს, BTC-ის ერთი ტრანზაქციის შედეგად კი გამოიყოფა იმაზე უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე საგადახდო ქსელ Visa-ს მიერ განხორციელებული 780 650 ტრანზაქციის შემთხვევაში. Ethereum, რომლის მაჩვენებელი საათში 8 ტერავატს არ აღემატება, კვლევის მასალებში ნახსენები არ არის, თუმცა მასაც შეეხო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიტიკა. ლოგიკურია დავუშვათ, რომ ასეთი ფორმით Brad Garlinghouse საკუთარ XRP ვალუტას არეკლამებს, რომელიც პრემაინითაა ემისირებული. ამასთან, სწორედ ეს ასპექტია მოხსენიებული, როგორც Ripple-ის ქსელის ცენტრალიზაციის ერთ-ერთი მტკიცებულება. ძველად Garlinghouse-მა აღიარა, რომ XRP ციფრული მონეტების გაყიდვა წარმოადგენს fintech-კომპანიის მოგების მნიშვნელოვან წილს. https://forklog.com/ceo-ripple-osudil-bitkoin-i-ethereum-za-neekologichnyj-majning/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.