Magdalena Posted February 26, 2020 Share Posted February 26, 2020 წლის დასაწყისში AMD-ის ხელმძღვანელი Lisa Su არაერთხელ დაჰპირდა საზოგადოებას ახალი თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების წარდგენას, რომელთა შორისაა ფლაგმანური პროდუქტი Navi სერიიდან. გამორიცხული არ არის, რომ ამ გრაფიკული პროცესორის ანონსის მზადებაში მონაწილეობს კომპანია SK Hynix, რომელიც გვთავაზობს HBM2e ტიპის მეხსიერებას. ერთ-ერთმა ბლოგერმა Twitter-ზე განათავსა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია SK Hynix-ის ოფიციალური დოკუმენტის ფრაგმენტი, სადაც აღწერილია ახალი გრაფიკული პროცესორის (არტიკულით - D32310 ან D32315) სავარაუდო მახასიათებლები. შესაბამისმა პროდუქტებმა სერტიფიცირება უკვე გაიარეს სამხრეთ კორეაში, რაც ზემოთხსენებული ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს. ფოტოს წყარო: Twitter, CyberPunkCat თუკი ფოტოს მარჯვენა ნაწილს დავაკვირდებით, თვალში გვხვდება Radeon RX 5950XT - ცნობილია, რომ ხსენებული ვიდეო ბარათის PCB-დაფის შემუშავებაში მონაწილეობა SK Hynix-ის სპეციალისტებმა მიიღეს. როგორც ჩანს, ისინი მუშაობდნენ HBM2e ტიპის მეხსიერების მიკროსქემების ინტეგრირებაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება გრაფიკულ პროდუქტებში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინტერნეტ-წყარო აღწერს AMD-ის გრაფიკული პროცესორის კონფიგურაციას, რომელშიც HBM2e ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. ფოტოზე წარმოდგენილი მაჩვენებლების მიხედვით არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. https://3dnews.ru/1004451 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.