Magdalena Posted February 19, 2020 Share Posted February 19, 2020 კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის ბოლომდე Bitcoin მტკიცედ გაიმყარებს პოზიციას 20 ათას აშშ დოლარიანი ისტორიული მაქსიმუმით, თანაც ამ ნიშნულს 2-3 თვეში მიაღწევს. ნოვოგრაცის თქმით, კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდის მიზეზი მოახლოებული ჰალვინგი იქნება. „სწორედ ახლა Bitcoin არასტაბილურია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ 20 ათას აშშ დოლარიან ისტორიულ მაქსიმუმს, ან ყოველ შემთხვევაში მივუახლოვდებით მაინც. ეს შესაძლოა მოხდეს რამდენიმე თვეში ჰალვინგის წყალობით“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. პირველი კრიპტოვალუტის ზრდისთვის დადებითი ფაქტორი ასევე იქნება რეგულირებადი კრიპტობირჟების გამოჩენა და აქტივის აღიარება კონსერვატიული ინვესტორების მიერ. “მთავარი ციფრული აქტივი, ისევე როგორც ოქრო, გვევლინება hedge-ფონდის სახით და ინვესტორებს იცავს ინფლაციისა და სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკისგან, რომელსაც ფულის გაუფასურებისკენ მივყავართ“. მაიკ ნოვოგრაცი საინვესტიციო საფულეში Bitcoin-ის ფლობას „თავდაცვის საშუალებად“ მიიჩნევს. https://forklog.com/majk-novograts-ochertil-srok-dlya-rosta-bitkoina-do-20-000/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 19, 2020 Share Posted February 19, 2020 ბიტკოინის ჰალვინგიდან გამომდინარე თეორიულათ შეიძლება მაგდენით გაიზარდოს კურსი მაისი-ივნისისთვის, მაგრამ შეიძლება გაცილებით დიდი დრო მოანდომონ 20000$ გაცდენას და კიდე რამდენიმე წელი ვერ გაცდეს მაგ ატმეტკას, თუმცა ეს წელი არ დაუწყიათ ცუდათ ნამდვილათ, მაგრამ 15000$ კი ჯერ მემგონი მაინც ბევრი უკლია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.