Magdalena Posted February 13, 2020 Posted February 13, 2020 გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს (BaFin) მონაცემებით უკვე ორმოცზე მეტი ბანკია დაინტერსებული - მიიღონ ლიცენზია კრიპტოსავალუტო დეპოზიტარულ სერვისებზე - გვაცნობებს Handelsblatt. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას, რათა დაწესებულებამ მომხმარებლებს წარუდგინოს ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით. კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დრომდე მუშაობდნენ ამ სფეროში, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ნოემბრამდე, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან მარტამდე აცნობონ BaFin-ს, რომ აპირებენ ნებართვის მიღებას. გამომცემლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ბერლინურმა ბანკმა - SolarisBank AG. ძველად ბანკმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Solaris Digital Assets კრიტოსავალუტო კასტოდიალური მომსახურების გაწევისთვის. SolarisBank-ის კრიპტო-ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელის - მიკაელ ოფერმანის თქმით ციფრული აქტივები კარდინალურად ცვლიან ბაზარს. „როგორც კი გამარტივდება Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა-შენახვა, ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას მოველით“ - დაამატა მან. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანიაში ქვეგანყოფილება გახსნა კრიპტოვალუტების კასტოდიალური სერვისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია BitGo-მ. https://forklog.com/bolee-40-nemetskih-bankov-namereny-stat-bitkoin-kastodianami/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.