Jump to content
Magdalena

“ობობები“ კოსმოსში: NASA-ს კონტრაქტი რობოტი-მემონტაჟეების შესახებ Maxar Technologies-მა მოიგო

Recommended Posts

სასარგებლო ტვირთი, რომლის ორბიტაზე გატანა რაკეტებს შეუძლიათ, შეზღუდულია არა მარტო წონის, არამედ გაბარიტების მხრივაც. ეს ნიშნავს იმას, რომ კოსმოსში მთელი რიგი ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შეიქმნას რაღაც უფრო დიდი და ბევრი მცირე ნაწილისან შემდგარი. ასეთ შემთხვევაში, ასტრონავტებისთვის სარისკო მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად სჯობს კონსტრუქციის აწყობა რობოტებს დაეკისროთ. 

image.jpeg 

ვებ-გვერდი Electronics Weekly გვაცნობებს, რომ  NASA-ს 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო კომპანია Maxar Technologies-მა კოლორადოდან. ხსენებული პროექტი თვალისწინებს მსუბუქი უნივერსალური რობოტიზებული მანიპულატორის - SPIDER-ის (Space Infrastructure Dexterous Robot) შექმნას. ცალხელა რობოტი SPIDER-ი ასევე შემუშავდება კოსმოსურ პლატფორმა Maxar 1300-ზე ინტეგრაციის მიზნით. ამ პლატფორმაზე Maxar-ი უკვე აწყობს კოსმოსური თანამგზავრების გასამართ კონსტრუქცია Restore-L-ს. დიდი ალბათობით, SPIDER-იც ჩაერთვება თანამგზავრების ავტომატურ მიერთება-გამართვის პროცესებში. 

რობოტიზებული მანიპულატორის შექმნის შესახებ არსებული კონტრაქტი კიდევ უფრო მასშტაბური კოსმოსური ინფრასტრუქტურის აწყობისკენა არის ორიენტირებული. SPIDER-ის შექმნაში Maxar-ს პარტნიორობას გაუწევს დასავლეთ ვირჯინიის რობოტიზებული ტექნოლოგიების ცენტრი.  

მანიპულატორის აწყობა ნულიდან არ იწყება: ძველად Maxar-მა NASA-ს უკვე წარუდგინა მარსმავლებისა და დასაფრენი აპარატებისთვის განკუთვნილი ექვსი რობოტიზებული მანიპულატორი. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მუშაობს მარსზე არსებულ მოდულ InSight-ზე, მეორე კი გადაცემულია მარსმავალ Mars-2020-ზე დამონატაჟებისთვის. 

პროექტ SPIPDER-ის მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გახლავთ ორბიტაზე მსხვილგაბარიტებიანი კონსტრუქციების აწყობის შესაძლებლობის დემონსტრირება. ესენი შესაძოა იყოს ტელესკოპების საკმაოდ დიდი ზომის სარკეები და დედამიწის ზონდირების თანამგზავრის ანტენები, აგრეთვე მთვარესა და მარს შორის შუალედური სადგურის აგებისას კონსტრუქციების აწყობა.  ექსპერიმენტის ფარგლებში რობოტმა უნდა ააგოს ორბიტაზე გარკვეული სირთუის კონსტრუქცია -  ეს მეცნიერებს დაეხმარება შეაფასონ კონსტრუქციის გამძლეობა და შეადარონ იგი დედამიწაზე არსებულ ანალოგიუ კონსტრუქციებს. 

მთვარის მიმართულებით ფრენისთვის განკუთვნილი შუალედური სადგურის აგებაში მონაწილეობის უფლება Maxar-მა გასული წლის მაისში მოიპოვა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...