Magdalena Posted February 12, 2020 Share Posted February 12, 2020 გერმანული რესურსი 3Dcenter გვიზიარებს ინფორმაციას AMD-ის მზადებაში არსებული გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსის შესახებ. როგორც წყარო ამტკიცებს, გამოთვლების აჩქარების სეგმენტში მოსალოდნელი სიახლე, სახელწოდებით Arcturus - წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში. მასში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზებული Vega არქიტექტურა მეორე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და HBM2 ტიპის მეხსიერებასთან ერთად. Arcturus-ის უკვე არსებული პროტოტიპები გარკვეული მონაცემების თანახმად აღჭურვილია 32 გბ მეხსიერებით, მათი TDP-ის დონე არ აღემატება 200 ვატს. Arcturus გამოყენებული იქნება მხოლოდ გამოთვლების აჩქარების სეგმენტში, გეიმინგ სეგმენტში კი გამოჩნდება „Big Navi” - გრაფიკული პროცესორი Navi 21 RDNA 2 არქიტექტურით, რომელიც წარმოებული იქნება TSMC-ის მეორე თაობის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ახალი პროდუქტი უზრუნველყოფს RayTracing-ს აპარატულ დონეზე, მეხსიერების მხრივ კი გამოყენებული იქნება GDDR6. Navi 21-ის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101670/arcturus-i-navi-21-dve-glavnye-premery-amd-etogo-sezona 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.