Magdalena Posted February 11, 2020 Posted February 11, 2020 AMD-იმ ლიდერობა მოიპოვა HEDT-პროცესორების ჯგუფში ახალი Ryzen Threadripper 3990X-ით. პროფესიონალმა ოვერქლოქერმა TSAIK-მა შეძლო 64-ვე ბირთვისა და 128 ნაკადის აჩქარება 5548,71 მეგაჰერც სიხშირემდე თხევადი აზოტის გამოყენებით. TSAIK-მა 3990X განათავსა MSI Creator TRX40 სისტემურ დაფაზე DDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 1866 მჰც სიხშირითა და 13-13-13-31 CL ტაიმინგით. ოვერქლოქერებს - "Splave" Golibersuch და SafeDisk-საც გამოუვიდათ Threadripper 3990X-ით რამდენიმე რეკორდის დამყარება. Splave-ს ამჟამად რეკორდები აქვს GPUPI-ზე, მრავალბირთვიან რეჟიმში Geekbench 3-და და Cinebench R20-ზე, მიღწეული შედეგები ასეთია: 5475,43 მჰც, 5 375 მჰც და 5 305,88 მჰც, შესაბამისად. აჩქარებისთვის ოვექლოქერმა გამოიყენა ASRock TRX40 Taichi დაფა. SafeDisk-ს ყველაზე მაღალი სიხშირეები აქვს მიღებული wPrime 1024m-სა და Cinebench R15-ზე, მისმა Threadripper 3990X-მა იმუშავა 5125 მეგაჰერცზე პირველ ტესტში და 5225 მჰც-ზე - უკანასკნელში. Threadripper 3990X-ს აქვს 288 მბ ქეშ-მეხსიერება (L2+L3), 128 PCIe 4.0 და 280-ვატიანი TDP, ასევე 2.9 გჰც სიხშირე 4.3 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობით. პროცესორი AMD Ryzen Threadripper 3990X ამჟამად ხელმისაწვდომია Newegg-ზე 4 ათას აშშ დოლარად. ჩიპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია TRX40 ჩიპსეტის მქონე, შედარებით ნაკლები ფასის მქონე სისტემურ დაფებზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33654/mirovye-rekordy-s-chastotoj-do-5-55-ggc-ustanovleny-s-amd-ryzen-threadripper-3990x-na-platah-msi-asrock-i-asus 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.