Magdalena Posted February 10, 2020 Share Posted February 10, 2020 2018 წლის აპრილში Jim Keller შეუერთდა Intel-ის გუნდს, რათა ეხელმძღვანელა პროცესორების არქიტექტურაზე მიმდინარე საქმიანობისთვის. მცირე ხნის წინანდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ისურვებდა, Intel-მა შეძლოს ყოველ ხუთ წელში შეიმუშავოს სრულიად ახალი არქიტექტურა, თუმცა ეს მოვლენა ამჟამად მხოლოდ ათწლეულში ერთხელ ხდება. Intel-მა ბაზარზე უკვე გამოიტანა Ice Lake პროცესორები Sunny Cove მიკროარქიტექტურით, წლის ბოლომდე ასევე გამოვა Tiger Lake სერიის პროცესორები Willow Cove მიკროარქიტექტურითა და მნიშვნელოვნად შეცვლილი ქეშ-მეხსიერებით, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ ჯიმ კელერის სურვილი გავლენას იქონიებს Golden Cove არქიტექტურის ვადაზე ადრე გამოსვლაზე: მისი გამოშვება კომპანიას დაგეგმილი აქვს 2021 წლისთვის ან უფრო გვიან პერიოდში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რადიკალურად ახალი არქიტექტურის შექმნა კელერს და მის გუნდს 2023 წელზე ადრე ვერ გამოუვა. კელერმა განაცხადა, რომ თანამედროვე რეალობაში საჭიროა ყოველ სამ წელიწადში ახალი არქიტექტურის წარდგენა, თუმცა იდეალურ შემთხვევაში ყოველ ხუთ წელში მისი ნულიდან შექმნაა საჭირო. ამჟამად ასეთი განახლებები ათ წელიწადში ერთხელ ხდება, ჯიმ კელერი კი მზად არის არსებული ვითარება შეცვალოს. ცვლილებებს არნახული ძალისხმევა დასჭირდება. საჭირო გახდება მარკეტინგული სტრუქტურების წინაღობის გადალახვა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან შედეგებზე, თუმცა დიდად არ არიან მზად მსხვერპლი გაიღონ შორეული მიზნების მიღწევისთვის. კელერის თქმით, ბევრ შემთხვევაში სჯობს „გრძელვადიანი ფსონი“ დადოთ და მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმე გაწიროთ. ბევრი კომპანიის ისტორია მიგვითითებს, რომ მსგავსი მიდგომა გამართლებულია. სპეციალისტების ორი პარალელური გუნდის მიერ ბაზარზე გამომავალ არქიტექტურათა განვითარება საშუალებას იძლევა მოხდეს ჩავარდნების ნიველირება რადიკალურად განახლებული პროდუქტების გამოსვლის პერიოდებს შორის. https://3dnews.ru/1003264 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.