Magdalena Posted January 25, 2020 Share Posted January 25, 2020 2019 წლის შეჯამების შემდეგ 2020 წლისთვის Intel-ის გეგმაშია სილიკონის ფირფიტების წარმოების მოცულობის გაზრდა 25%-ით და პერსონალური კომპიუტერების კომპონენტების გამოშვების 8-9%-იანი ზრდა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. როგორც ცნობილია, 2019 წელს გატარებულმა ზომებმა ვერ მისცა Intel-ს დეფიციტის დაძლევის საშუალება, რადგანაც მაგალითად სერვერულ სეგმენტზე მოთხოვნა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. კვარტალურ ანგარიშში Intel-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზა პროდუქციის მარაგების ფორმირების შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია ბაზარზე ცხრა 10-ნანომეტრიანი პროდუქტის გამოსვლა. დაპირებისამებრ, პირველი 7-ნანომეტრიანი პროდუქტის - გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებელი Ponte Vecchio-ს წარდგენა მოხდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა Intel-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების ექსპანსიაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2022 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ დესკტოპ პროცესორების მიწოდების მოცულობის დადებითი დინამიკის მიუხედავად, 2019 წელს ჯამში Intel-მა დესკტოპ კომპონენტების მიწოდების მოცულობა 6%-ით შეამცირა, მობილურ სეგმენტში კი მიწოდება 5%-ით შემცირდა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა საშუალო ფასის 5%-ით ზრდას მობილურ და ფასის 3%-იან მატებას დესკტოპ სეგმენტში. https://overclockers.ru/hardnews/show/101408/v-etom-godu-intel-predstavit-devyat-10-nm-produktov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.