Magdalena Posted January 22, 2020 Share Posted January 22, 2020 კომპანია ASUS-მა წარადგინა საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო აქსესუარი პერსონალური კომპიუტერებისთვის - სახელად ROG Bezel-Free Kit ABF01. იგი განკუთვნილია მიზნისთვის - დაფაროს რამდენიმე მონიტორის ჩარჩოები მათი ერთდროულად გამოყენების დროს. აქსესუარი გრძელი მართკუთხა ფორმისაა, დამზადებულია სპეციალური „ოპტიკური მიკროსტრუქტურებისგან“, რომლებიც სინათლეს იმგვარად გარდატეხენ, რომ გვერდიგვერდ მდგარი მონიტორების ჩარჩოები უხილავი ხდება. შედეგად ROG Bezel-Free Kit ABF01-ის მოხმარებისას მომხმარებელი მიიღებს სისტემას, რომელშიც რამდენიმე მონიტორი გამოიყურება ისე, როგორც ერთი დიდი პანელი. ROG Bezel-Free Kit ABF01 მოწყობილობის ნაკრები განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა სისტემა აღჭურვილია რამდენიმე 27-დუიმიანი მონიტორით, რომელთაც საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვთ, ან მიეკუთვნებიან „უჩარჩოო“ დიზაინის მქონე მონიტორების კატეგორიას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელს მოუწევს იდეალურად მიაწყოს მონიტორები ერთმანეთზე, რათა ისინი მჭიდროდ დამაგრდეს გვერდებით. აქსესუარი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება კომპიუტერული თამაშების, კერძოდ შუთერებისა და სიმულატორების მოყვარულთათვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპიუტერს უმეტესად საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ ან ვებ-გვერდების სანახავად იყენებთ, აქსესუარი შესაძლოა არ გამოგადგეთ, რადგანაც ROG Bezel-Free Kit ABF01 ნაწილობრივ მაინც ამახინჯებს გამოსახულებას. ამ დროისთვის კომპანია ASUS-ს არ განუცხადებია როდის გახდება ROG Bezel-Free Kit ABF01 ხელმისაწვდომი და რა ეღირება. https://3dnews.ru/1001866 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.