Magdalena Posted January 21, 2020 Share Posted January 21, 2020 SpaceX-ის პილოტირებული მისიები მოახლოვდა: ილონ მასკის კომპანიამ სულ ახლახანს დაასრულა ადამიანების ორბიტაზე გაყვანის პროგრამის მნიშვნელოვანი ეტაპი. კომპანიამ წარმატებით განახორციელა რაკეტა Falcon 9-სგან Crew Dragon-ის ავარიული დაშორების გამოცდა. მიუხედავად არასაშტატო სიტუაციისა, პილოტირებული ხომალდი წარმატებით მოსცილდა რაკეტას და დაეშვა ატლანტის ოკეანეში. როგორც დაგეგმილი იყო, რაკეტა აფეთქდა კაფსულასთან განცალკევების შემდეგ მოკლე პერიოდში, რადგანაც მოულოდნელად შეიცვალა აეროდინამიკა და წნევა. გარკვეული დრო არის საჭირო იქამდე, სანამ SpaceX შეიტყობს სწორად დაეშვა თუ არა კაფსულა და „ცოცხლები“ გადარჩნენ თუ არა ორი ჰუმანოიდი-მანეკენი, რომლებიც კაფსულაში იმყოფებოდნენ. ეს გახლდათ ბოლო მნიშვნელოვანი გამოცდა მანამ, სანამ SpaceX შეძლებს აიყვანოს Crew Dragon-ის ბორტზე ადამიანები და წაიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამ მოვლენის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მიახლოებითი პერიოდია 2020 წლის პირველი ნახევარი. ფაქტია, კომპანიამ შვებით ამოისუნთქა, რაც შეიტყო, რომ ხომალდის ტესტირების წინა პერიოდის სირთულეები არ არის უფრო სისტემური პრობლემების ნაწილი. https://3dnews.ru/1001782 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.