Magdalena Posted January 16, 2020 Share Posted January 16, 2020 ამერიკელი რეპერი ეიკონი (Akon) ააშენებს მსოფლიოში პირველ კრიპტოქალაქს სენეგალში. ქალაქს სახელი თავად დამაარსებლის პატივსაცემად დაერქმევა: ეიკონ-სითი (Akon-City), მის ტერიტორიაზე გადახდები კი განხორციელდება ციფრული ვალუტა Akoin-ით. სენეგალის ხელისუფლებამ ქალაქის მშენებლობისთვის ეიკონს ოფიციალური ნებართვა გადასცა, რის შესახებაც მუსიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა. საკუთარი კრიპტოქალაქის დაარსების გეგმის შესახებ ეიკონმა პირველად გასულ წელს ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ქალაქის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი ის იქნება, რომ იგი „100%-ით კრიპტოვალუტებზე იქნება დამყარებული“. მოსალოდნელია, რომ მომღერლის კრიპტოვალუტა მიმდინარე წლის ივლისში უნდა გაეშვას, ქალაქის მშენებლობას კი, ცხადია, ბევრად დიდი დრო დასჭირდება. „მშენებლობისთვის ათწლეულები იქნება საჭირო და ჩვენ მას ეტაპობრივად შევასრულებთ. დავიწყეთ 2019 წლის მარტში, მშენებლობის მეორე ეტაპი 2025 წელს იქნება“ - განაცხადა ეიკონმა ინტერვიუში. მომღერალი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიები აფრიკის მაცხოვრებლებს დაეხმარება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ეიკონი ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ აფრიკა მზად არის კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვისთვის. Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოხატა რწმენა, რომ Bitcoin-ის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული აფრიკის ქვეყნებზე. https://forklog.com/reper-ejkon-sozdast-kriptogorod-v-afrike-sam-gorod-i-ego-tsifrovuyu-valyutu-nazovut-v-chest-ejkona/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.