Magdalena Posted January 15, 2020 Share Posted January 15, 2020 ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Apple გამოსაშვებად ამზადებს ახალ პორტატულ კომპიუტერ MacBook-ს. კომისიის დოკუმენტაციაში ლეპტოპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - A2289. აღწერაში კი ნათქვამია, რომ ეს გახლავთ პორტატული პერსონალური კომპიუტერი macOS 10.15 ოპერაციული სისტემით. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ კორპორაცია Apple ამზადებს 13-დუიმიან MacBook Pro ლეპტოპს, რომელსაც გაუმჯობესებული Magic Keyboard კლავიატურა ექნება. ამგვარი კლავიატურა უკვე გამოყენებულია 16-დუიმიან MacBook Pro-ში. თითოეული ღილაკი აღჭურვილია გაუმჯობესებული მექანიზმით. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის დოკუმენტი გამოქვეყნდა 13 იანვარს, თავად მზადებაში მყოფი პროდუქტის შესახებ მიმართვა კი Apple-ის მიერ განხორციელდა 2019 წლის 24 დეკემბერს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პორტატული კომპიუტერის დებიუტი უახლოეს თვეებში შედგეს. დავამატებთ, რომ ძველად ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ 13-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპის გამოსვლას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მოწყობილობის ოფიციალური წარდგენა შესაძლოა მარტში მოხდეს. https://3dnews.ru/1001362 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.