Magdalena Posted December 24, 2019 Share Posted December 24, 2019 ხშირად გვესმის, რომ შესაძლოა AMD-სა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორები Samsung-მა გამოუშვას. ყოველ შემთხვევაში, 8-ნანომეტრიან Orin პროცესორებს NVIDIA სწორედ კორეულ კომპანიას შეუკვეთს. გარდა ამისა, კორპორაცია Intel-მა მცირე ხნის წინ ოფიციალურად დაასახელა Samsung თავის საწარმოო პარტნიორად, თუმცა დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. Samsung-ის საკონტრაქტო მომსახურებაზე მოთხოვნის გაჩენის მხრივ გასაკვირი არაფერია, რადგან კომპანია რჩება ლიდერთა შორის ყველაზე მოწინავე კომპანიად ლითოგრაფიული ტექნოლოგიების განვითარებაში. ტაივანური გამომცემლობა DigiTimes ამტკიცებს, რომ Samsung იწყებს TSMC-ის მომხმარებლების გადმობირებას და მათ თავის მომსახურებაზე უფრო მომგებიან ფასებს სთავაზობს. ეს სრულიად მოსალოდნელია, რადგანაც TSMC ბაზრის ლიდერია და კონკურენციის სტიმულირება ყველაზე მეტად ფასის ფაქტორითაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის შესაძლებლობები საკონტრაქტო წარმოებაში ჯერჯერობით არც ისე დიდია და თავის სიმძლავრეს იგი ძირითადად საკუთარი საჭიროებებისთვის მოიხმარს. ყოველი ახალი ტექნოპროცესი დიდ ხარჯს საჭიროებს და ამ ხარჯის გასამართლებლად გონივრულია გარე მომხმარებლების მოძიება. არ არის გამორიცხული, რომ Samsung სწორედ ამგვარი ლოგიკით ხელმძღვანელობს სტრატეგიის განსაზღვრისას. https://overclockers.ru/hardnews/show/100944/samsung-nachinaet-otbirat-u-tsmc-klientov-za-schet-bolee-nizkih-cen Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.