Magdalena Posted December 23, 2019 Posted December 23, 2019 სოციალური ქსელის მიერ ინფორმირებული წყარო - The Infromation გვიზიარებს, რომ Facebook საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. ახალ მიზანს უხელმძღვანელებს Microsoft Windows NT-ზე მომუშავეთაგან ერთ-ერთი პირი. საკუთარი ოპერაციული სისტემა Facebook-ს სჭირდება თავისი მოწყობილობებისთვის - კერძოდ, VR-ჰედსეტ Oculus Quest-ისა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი სმარტ ეკრანის - Portal-ისთვის. ამჟამად კომპანიის მოწყობილობები მუშაობს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე. Facebook-ს კი Google-თან კონფლიქტები აქვს მოწყობილობების შექმნის შეფერხების გამო. Facebook აგრეთვე დაკავებულია AR-სათვალეზე (შერეული რეალობის სათვალე) მუშაობით. მისთვის კომპანია შექმნის ოპერაციულ სისტემას, რომელიც იმუშავებს ვირტუალურ რეალობაში. როგორც უკვე ვიცით, კომპანია Huawei-მაც შექმნა თავისი სისტემა Hongmeng, რომელზეც სამომავლოდ კომპანიის ყველა ის სმარტფონი გადავა, რომლებიც ამჟამად Android-ზე მუშაობს. კომპანიას საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა მოუწია ამერიკული სანქციების გამო, რომელთა თანახმადაც Google-ს უნდა აეკრძალა Huawei-სთვის Android-ის გამოყენება. https://hightech.fm/2019/12/20/facebook-os 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.