Magdalena Posted December 23, 2019 Share Posted December 23, 2019 კომპანია LG Electronics-ი გამოფენა CES 2020-ზე წარადგენს მონიტორ UltraFine Ergo 32UN880-ს, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია უნიკალური მრავალფუნქციური სადგამი. პანელი მაგიდის ნაპირზე მაგრდება სპეციალური კრონშტეინის მეშვეობით. სადგამს რეგულირების ფართო სპექტრი აქვს: შესაძლებელია დისპლეის განთავსების, სიმაღლის, დახრის კუთხის ცვლილება და მონიტორის საჭირო მხარეს მოტრიალება. ასევე შეიძლება ეკრანის ორიენტაციის ცვლილება: საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს 180 გრადუსით შეაბრუნოს ეკრანი ისე, რომ გამოსახულება მის პირისპირ მჯდომმა პირმა დაინახოს. მონიტორს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა აქვს ზომით 31.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, რაც 4K/UHD ფორმატს შეესაბამება. ახალი მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, რეაქციის დრო - 5 მილიწამი, აქვს HDR10-ის მხარდაჭერა, უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელს გააჩნია AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის კომფორტულობის დონის ამაღლებას. გათვალისწინებულია სიმეტრიული პორტი USB Type-C, ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და ორი USB პორტი. UltraFine Ergo 32UN880 მონიტორის მიახლოებითი ფასისა და მისი გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ მოცემული მომენტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. https://3dnews.ru/1000256 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.