Magdalena Posted December 21, 2019 Share Posted December 21, 2019 უკვე ყველამ დაიწყო ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შეძენა, თამაშების მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ არ დაავიწყდეთ საჩუქრის გაკეთება საკუთარი თავისთვისაც. მათ დასახმარებლად Steam მზადაა: უკვე დაიწყო ზამთრის ტრადიციული ფასდაკლებები. მიმდინარე წელს ხსენებული ფასდაკლება გაგრძელდება 2 იანვრამდე და გეიმერებს გაახარებს უზარმაზარი რაოდენობის თამაშებით, რომელთა შორისაა ახალი თამაშებიც - Red Dead Redemption 2, Mortal Kombat 11 და ა.შ. Steam-ის ფასდაკლებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე à https://store.steampowered.com/ საახალწლო ფასდაკლებასთან ერთად Steam-ში დაიწყო ხმის მიცემა ნომინაციისთვის - „პრემია Steam 2019”. აგრეთვე, ზამთრის ფასდაკლების პერიოდში Steam-ში შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა თემატური საახალწლო/საშობაო სიმბოლოები, ჩატის სტიკერები, სიცილაკები და სხვა მსგავსი წვრილმანი. მათი შეძენა შესაძლებელია სპეციალური მონეტებით, რომლებსაც მოიპოვებთ ფასდაკლების პერიოდში გაკეთებული შენაძენის შედეგად, ასევე მინი-თამაშების ფარგლებში სპეციალური დავალებების შესრულების შემდეგ. https://overclockers.ru/softnews/show/100906/v-steam-startovala-gigantskaya-zimnyaya-rasprodazha Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted December 21, 2019 Share Posted December 21, 2019 5000 ჟიტონის დაგროვების შემდეგ, 5$ დაგეზოგებათ, რაიმე შენაძენზე )) უეჭველი მოგიგროვდებათ, თუ ოდნავ იაქტიურებთ. მე უკვე 2400 დამიგროვდა. არ ღირს ამის გამაზვა )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.