Jump to content

კვლევა გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ით დაინტერესებული ინვესტორების 43% მდედრობითი სქესისაა


Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით Bitcoin-ინდუსტრიაში მამრობითი სქესი დომინირებს, Grayscale Investments-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტით დაინტერესებული ინვესტორების 43% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. 

კომპანიამ გამოკითხვა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ჩაატარა: 

  • ასაკი 25-დან 64 წლამდე; 

  • 10 ათასი აშშ დოლარის ან მეტი ინვესტიციის ფლობა; 

  • არანაკლებ 50 ათასი აშშ დოლარი წლიური ოჯახური შემოსავალი. 

image.png 

2019 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე ატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1100-მა პირმა.  

გამოკიხული ქალების 56,2% და მამაკაცების 56,4% Bitcoin-ს განიხილავს, როგორც პერსპექტიულ ინვესტიციას. ამასთან, ქალების 49,8% და მამაკაცების 49,9% დარწმუნებულია, რომ შეზღუდული ემისია მომავალში ფასის ზრდაზე იქონიებს გავლენას. 

47% ქალები და 39% მამაკაცები Bitcoin-ის შესაძენად დროის მომენტს შესაფერისად მიიჩნევენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტის მხოლოდ ნაწილის შეძენის შესაძლებლობა კი მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 

გამოკითხულმა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ Bitcoin-ის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმატიული მასალები სჭირდებათ. ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი განსხვავება გამოვლინდა ინვესტირების მიზნების მიმართულებით: მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სურთ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, მამაკაცები კი ცალსახად გამდიდრებისკენ ისწრაფვიან. 

კვლევის თანახმად ქალების 44% და მამაკაცების 22% საინვესტიციო საქმიანობას არასაიმედოდ მიიჩნევს. ამასთან, ქალები უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი ამერიკული და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცები. 

Grayscale Investments დარწმუნებულია, რომ 68 ტრილიონი აშშ დოლარის ნაწილი, რომელიც უფროსი თაობიდან მილენიალების ხელში გადავა, ინვესტირებული იქნება Bitcoin-ში. 

თუკი კომპანია Charles Schwab-ის კვლევას დავუჯერებთ, Grayscale Bitcoin Trust-ის აქციები შედის აშშ-ის მილენიალების ყველაზე პოპულარული ინვესტიციების ხუთეულში, თუმცა თაობა X-ისა და ბეიბი-ბუმერების თაობისთვის ათეულშიც ვერ შედის. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.