Jump to content

Bitcoin-ის Sidechain-ში გაუშვეს MakerDAO-ს DeFi-პროექტის ანალოგი


Recommended Posts

image.jpeg

სტარტაპმა, სახელად Money on Chain, აამოქმედა DeFi-პლატფორმა Bitcoin-ის Sidechain-ის ბაზაზე. მასში განხორციელდება საკრედიტო სფეროს პროდუქტების შექმნა - აცხადებს CoinDesk. 

Money on Chain-ის DeFi-ეკოსისტემა დაფუძნებულია სამ ტოკენზე. ესენია: 

  • Dollar on Chain (DoC) — დაკავშირებულია ამერიკულ დოლართან და უზრუნველყოფილია Bitcoin-ებით (MakerDAO-ში არსებული DAI-ს ანალოგი); 

  • Chain tokens (MoC) — უზრუნველყოფს ხმის უფლებას  (MakerDAO-ში არსებული MKR-ის ანალოგი); 

  • BitPRO (BPRO) — უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს BTC-ის საკომოსიოდან, რომელიც გროვდება სისტემის მომხმარებლებისგან. 

MoC ტოკენსეილი 2020 წელს ჩატარდება. ინვესტორების სახელები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ხმის უფლებას ფლობენ, ჯერჯერობით უცნობია. 

DoC-ის მინთინგი ნიშნავს DoC-ზე Bitcoin-ების ფაქტიურ გაყიდვას, რადგანაც უკან არ დაგიბრუნდებათ Bitcoin-ის პირვანდელი რაოდენობა - ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე. BPRO შესაძებელია განიხილოს, როგორც სესხი“ - ხაზი გაუსვა პროექტის თანადამფუძნებელმა. 

Money on Chain-ს MakerDAO-სგან მნიშვნელოვანი განმასხვავებლები აქვს. თუკი MakerDAO-ში მომხმარებლები უზრუნველყოფას პირვანდელი სახით იბრუნებენ, Money on Chain-ის შემხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება შესაძლებელია იყოს პირვანდელზე მაღალი ან დაბალი. 

პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ იურისდიქციაში წვდომის ბლოკირებას იურიდიული ტავსებადობისთვის.  

მოცემული მომენტისთვის Money on Chain ურუგვაის არაკომერციული ნდობის მიღების პროცესშია, RSK-ის დამფუძნებელი დიეგო გუტიერესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MakerDAO-ს ანტრეპრენერებთან ეკოსისტემების დაახლოების შესახებ. 

მისი თქმით, RSK-ის ფედერაციაში 15 მონაწილე დარჩა. დაფუძნების პერიოდში მათი რიცხვი 25 იყო. RSK Sidechain-ის მთავარი ქსელი ამოქმედდა 2018 წლის იანვარში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.