Jump to content

CFTC-ის ხელმძღვანელი: სისტემური რისკების მატარებელია არა Bitcoin, არამედ გლობალური Stablecoin-ის გამოჩენა


Recommended Posts

image.jpeg

ციფრული ვალუტები არ არიან ფინანსური სისტემისთვის რისკის მატარებლები, თუკი საუბარი არ ეხება რაიმე გლობალურ Stablecoin-ს. ასეთი აზრი გამოთქვა აშშ-ის სასწრაფო სავაჭრო ბირჟების კომისიის თავმჯდომარე Heath P. Tarbert-მა. 

კენედის სახელობის ჰარვარდის სკოლაში გამართული ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა CFTC-ის როლზე კრიპტოვალუტების რეგულირების, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და ბირების კომისიის უფლებამოსილების განაწილების შესახებ. ტარბერტი აგრთვე შეეხო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რისკებს. 

მისი სიტყვებით, მარეგულირებლებმა უკვე განსაზღვრეს ციფრული აქტივების უმნიშვნელოვანესი პრობლემები. პირველი მათგანი გახლავთ მათი გამოყენების აღკვეთა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მეორეა ინვესტორების დაცვა. 

„ეს ICO-ები, სადაც ადამიანები კრიპტოვალუტებს უშვებენ, შესაძლებელია თაღლითურ სქემებზე არანაკლები იყოს“ - აღნიშნა ტარბერტმა. 

ტარბერტმა განაცხადა, რომ გაცვლითი საქონელი და მათზე დაყრდნობით წარმოებული პროდუქტები ექვემდებარება CFTC-ის იურისდიქციას. თეორიულად ეს ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებლებს შეუძლიათ თვალ-ყური მიადევნონ კრიპტოვალუტების ბირჟებს თაღლითობის ან მანიპულირების შემთხვევაში მაშინაც კი, თუკი ისინი არ არიან რეგისტრირებული სააგენტოში. 

CFTC-ის ხელმძღვანელმა აგრეთვ განმარტა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით პროდუქტად ითვლება ფასიანი ქაღალდებიც, თუმცა ისინი ხვდება SEC-ის იურისდიქციაში როგორც კი ამ სტატუსს მიიღებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც აქტივი მომავალი ფასიანი ქაღალდია -  ასეთ შემხვევაში მისი რეგულირება ხდება ორივე სააგენტოს მიერ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის რისკის მატარებელი Stablecoin-ების შესახებ გაფრთხილება გასცა აშშ-ის ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭომაც (FSOC). 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.