Magdalena Posted December 11, 2019 Share Posted December 11, 2019 სულ რამდენიმე დღეში კომპანია AMD-ის AIB-პარტნიორებმა უნდა წარადგინონ ახალი ვიდეო ბარათები - Radeon RX 5500 XT. რესურს VideoCardz-ის ძალისხმევით ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მზადებაში მყოფი ახალი ბარათების ფოტოები და მახასიათებლები. საუბარი ეხება Radeon RX 5500 XT Mech და RX 5500 XT Gaming სერიის ვიდეო ბარათებს. ვიდეო ბარათი Radeon RX 5500 XT Mech წარმოდგენილია გაფართოების ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს ორ ქულერსა და ალუმინის რადიატორს სითბური მილებით. დამატებითი კვებისთვის მოცემულია ერთი 8-პინიანი კონექტორი, რაც 110-ვატიანი ეტალონური TDP-ის დონის ვიდეო ბარათისთვის საკმარისზე მეტია. ვიდეო დრაივერების ნაკრები სტანდარტულია - ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. ამაჩქარებელი მეხსიერების მხრივ ხელმისაწვდომი იქნება 4 და 8 გბ ვერსიებად. თავის მხრივ Radeon RX 5500 XT Gaming X წარმოდგენილია გაცილებით მძლავრი გაგრილების სისტემით, რომელიც ასევე მოიცავს ორ ქულერს, თუმცა გაბარიტებით გაცილებით დიდია. ამ ვიდეო ბარათს საგრძნობლად კარგი ქარხნული აჩქარება ექნება: მაქსიმალური Boost-სიხშირე 1845-დან 1905 მეგაჰერცამდე გაიზრდება. GDDR6 სტანდარტის ვიდეო მეხსიერების მოცულობა 4 ან 8 გბ იქნება ვერსიების შესაბამისად და მისი ეტალონური სიხშირეა 1750 მჰც. დამატებითი კვების კონექტორების გარჩევა ფოტოებზე რთულია, თუმცა სავარაუდოდ Radeon RX 5500 XT Gaming X-საც ექნება ერთადერთი 8-პინიანი კონექტორი. ამ ვიდეო ბარათზეც ხელმისაწვდომი იქნება სამი DisplayPort და ერთი HDMI. ახალი ვიდეო ბარათების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება, ამის შესახებ დიდი ალბათობით ცნობილი გახდება დღეს, 12 დეკემბერს ოფიციალური ანონსის ფარგლებში. https://3dnews.ru/999381 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.