Magdalena Posted November 30, 2019 Share Posted November 30, 2019 ამერიკულ პოლიციაში ცოცხალი ძაღლების ნაცვლად რობოტიზებული ძაღლების გამოყენება დაიწყეს: მასაჩუსეტსის შტატში გადაწყვიტეს ცვლილებების შეტანა სამუშაო გუნდში და რამდენიმე მაძებარი ძაღლი რობოტებით ჩაანაცვლეს. ძაღლი-რობოტი, სახელად Spot უკვე ორჯერ გავიდა რეალურ საქმეზე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა ნაღმებისა და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მისიაში. ამგვარი პროგრესული მოწყობილობა რამდენიმე თვის წინ შექმნა კომპანია Boston Dynamics-მა. კომერციულ ბაზარზე ოთხფეხა რობოტი მხოლოდ ახლახანს გამოვიდა და მისი მოწოდებაა დაიცვას რაც შეიძლება მეტი პოლიციელი სახიფათო დავალებების შესრულების დროს. ამრიგად, უკვე შესაძლებელია არ დადგეს პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ - პრაქტიკულად ყველა სახის მისიაზე გაიგზავნება Spot, გარდა იმ დავალებებისა, რომლებიც უკავშირდება ქაღალდებსა და ზეპირ კომუნიკაციას. პოლიციაში მუშაობის გარდა რობოტ Spot-ს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია, იგი პრაქტიკულად ყველგან შეძლებს მუშაობას. მის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ფასის გადახდა და მწარმოებელი კომპანიის ინფორმირება - თუ რისთვის გამოიყენებთ რობოტს, აგრეთვე უნდა მიაწოდოთ ცნობები მის შესახებ სამომავლოდ. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32022/kiberpank-nastupil-v-policii-ssha-budet-sluzhit-sobaka-robot 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.