Magdalena Posted November 30, 2019 Share Posted November 30, 2019 კომპანია ASUS-მა დაამზადა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს ახალი ვერსია, რომლის სახელწოდება გახლავთ ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition. ახალი ბარათი, როგორც სახელიდან ვხვდებით, გამოირჩევა ASUS-ისთვის უჩვეულო დიზაინით - ვიდეო ბარათი წარმოდგენილია მთლიანად თეთრ ფერში. კომპანია Galax-ისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილია თეთრი ვიდეო ბარათებით, ASUS-მა არ გამოიყენა თეთრი PCB დაფა და შემოიფარგლა მხოლოდ თეთრი კორპუსითა და გაგრილების სისტემის ჩარჩოთი, თეთრი ქულერით, კვების სადენითა და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტათი. კორპუსი აღჭურვილია RGB-განათებით, თავად ASUS მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გამოიყენონ ლურჯი ფერის განათება. კონსტრუქციის მიხედვით ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition-ის გაგრილების სისტემა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-სგან: წარმოდგენილია ალუმინის ორი მასიური რადიატორი, სპილენძის ექვსი სითბური მილი და სამი ვენტილატორი. ცვლილებები არ შეეხო ასევე PCB დაფასა და კვების ქვესისტემას. ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition გამოირჩევა არა მხოლოდ არასტანდარტული გარეგნული დიზაინით. ASUS-ის ინჟინრებმა ახალი დაფა უზრუნველჰყვეს ქარხნული აჩქარებით, რომლის შედეგად Boost-სიხშირე 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამით ეს ბარათი ვერ გახდება ყველაზე მძლავრი GeForce RTX 2080 Ti, თუმცა მისთვის ლიდერებს შორის ადგილი გარანტირებულია. გაიზარდა ვიდეომეხსიერების სიხშირეც 1750-დან 1850 მეგაჰერცამდე. რესურს Cowcotland-ის ინფორმაციით ვიდეო ბარათი ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition უკვე ხელმისაწვდომია ევროპის მაღაზიებში 1600 ევროდ. შედარებისთვის, სტანდარტული ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-ს საშუალო ფასი 1480 ევროა. https://3dnews.ru/998698 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.