Magdalena Posted November 28, 2019 Share Posted November 28, 2019 პლატფორმა Bakkt უპირველეს ყოვლისა ამოქმედებულ იქნა ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მიმართ ორიენტირით, თუმცა სამომხმარებლო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებაში - ამტკიცებს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ედამ უაიტი. მისი სიტყვებით, თავისი პროდუქტების შექმნისას Bakkt ცდილობს თავიდან აირიდოს საბაზრო სპეკულაციებთან შეხება. პორტალ EJ Insight-თან ინტერვიუში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Intercontinental Exchange Asia Pacific-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ილკივი, ედამ უაიტმა ხაზი გაუსვა, რომ Bakkt-ის დღევანდელი მდგომარეობა მომხმარებლებს ხელს უწყობს უკეთ მოახდინონ ორიენტირება Bitcoin-ის საბაზრო ფასის საკითხებში, აგრეთვე აზღვევს მათ შესაძლო რისკებისგან. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ბაზრის განწყობა - ეს არ გახლავთ მთავარი ფაქტორი Bitcoin-ის აღიარება-მიღებისთვის. „ხალხმა უნდა დაიწყოს Bitcoin-ის მსგავსი ციფრული აქტივების გამოყენება, რათა გადაჭრან რეალური პრობლემები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ აღიარებასა და სარგებელს“ - განაცხადა უაიტმა. მან ასევე თქვა, რომ Bakkt-ს აქვს ცალკეული ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობს იმ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კრიპტოვალუტების დანერგვის მასშტაბირებას. უაიტი შეეხო Stablecoin-ებისადმი მზარდი ინტერესის საკითხსაც და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ნეიტრალურადაა განწყობილი მათი ფუნქციებისადმი და უფრო მეტი ინტერესით აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ამგავრი აქტივების ირგვლივ ხდება. Bakkt-ს ამ დროისთვის არ აქვს არანაირი ისეთი Stablecoin, რომელსაც კომპანია მიიჩნევდა მეურვეობით (custody-ალურ) გადაწყვეტილებად, თუმცა სამომავლოდ პლატფორმამ შესაძლოა განიხილოს მსგავსი ვარიანტიც. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Bakkt-მა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საგადასახადო აპლიკაციის ტესტირება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Bitcoin-ით გადაიხადონ სერვისების საფასური. Bakkt-ის აპლიკაციაში პირველი ჩაერთვება ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks, მისი ამოქმედება 2020 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი. https://forklog.com/bakkt-uspeh-bitkoina-zavisit-ot-togo-smozhet-li-on-reshit-realnye-problemy/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.