Magdalena Posted November 21, 2019 Share Posted November 21, 2019 ოპერაციული სისტემის დაანონსების დღიდან Huawei-ს მომხმარებლებს მუდმივად აწუხებთ კითხვა - ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი სმარტფონებისთვის. Business Insider-თან ინტერვიუში Huawei-ს ვიცე პრეზიდენტმა ვინსენტ პანგმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ოპერაციული სისტემა Harmony OS განკუთვნილი იქნებოდა არა სმარტფონებისთვის, არამედ მხოლოდ ინტერნეტ-ნივთებისა და სმარტ სახლის მოწყობილობებისთვის, თუმცა ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისი დაყენება შესაძლებელია მობილურ გაჯეტებშიც. პანგის თქმით, Harmony OS-ის გამოყენებას მომხმარებლები სულ მალე შეძლებენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის სანქციებსა და მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნებისმიერი გართულების მიუხედავად ოპერაციული სისტემა ამოქმედდება მომდევნო წლის დასაწყისში ან მაქსიმუმ შუა პერიოდში, ე.ი. დაახლოებით 6-7 თვეში. ვინსენტ პანგმა საუბარი დაასრულა იმით, რომ კომპანიამ უკვე გამოტოვა ერთი ფლაგმანის (Huawei Mate 30) გამოშვება საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე და ამიტომ მეტად აღარ დაუშვებს ფაქტს - ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა - გამოიყენოს Harmony OS თავის მოწყობილობებში. Huawei-ს წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან მათი სმარტფონები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც Harmony OS-ზე იმუშავებენ და დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android-ით. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31766/pervye-smartfony-na-baze-harmony-os-poyavyatsya-uzhe-v-seredine-2020-goda Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.