Magdalena Posted November 20, 2019 Share Posted November 20, 2019 კომპანია Samsung Electronics-მა წარადგინა თავისი ფლაგმანური ფაბლეტი Note10+-ის სპეციალური ვერსია. დაანონსებული მოწყობილობის სახელია Galaxy Note10+ Star Wars. იგი ხასიათდება „ვარსკვლავური ომების“ სტილის დიზაინითა და თემატური ციფრული კონტენტით. ახალი ფაბლეტის გამოშვება ეძღვნება ფილმ “Star Wars: The Rise of Skywalker”-ის რელიზს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია მოსალოდნელი და იქნება სკაიუოკერის საგის ფინალური ნაწილი. Galaxy Note10+ Star Wars კომპლექტაციაში შედის სპეციალურად გაფორმებული მოწყობილობა და აქსესუარები: სმარტფონი Galaxy Note10+ „ვარსკვლავური ომების“ სიმბოლიკით, ქეისი, ლითონის საკოლექციო ნიშანი, სტილუსი S Pen წითელ ფერში და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. „Samsung Galaxy-ს მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლებმა ოცნება აისრულონ. ეს ადამიანები დაუჯერებლად ერთგული ფანატები არიან. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ საშუალებებს - გავაფართოვოთ მობილური გამოცდილება, ახალი ფილმის გამოსვლის მოლოდინი ჩვენთვის შესანიშნავი მიზეზია გავაერთიანოთ Galaxy-სერიის მოწყობილობები და საუკეთესო გალაქტიკათშორისი ისტორია“ - აცხადებს Samsung. ტექნიკური მიმართულებით Galaxy Note10+ Star Wars სტანდარტული მოდელისგან მონაცემებით არ განსხვავდება: აქვს 6.8-დუიმიანი Dynamic AMOLED ეკრანი გაფართოებით 3040 × 1440 პიქსელი, პროცესორი Samsung Exynos 9825 Octa, 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა. Galaxy Note10+ Star Wars დეკემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 1570 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/997962 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.