Jump to content

AMD Athlon 3000G: ახალი ბიუჯეტური პროცესორი აჩქარების მსურველებისთვის


Recommended Posts

ფაქტი, რომ ანონსისთვის მზადდებოდა ბიუჯეტური პროცესორი Athlon 3000G - დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ამჯერად უკვე მოხდა ამ მოდელის ოფიციალური წარდგენა და AMD-მ თავის პრს-რელიზში მას უწოდა პირველი Athlon პროცესორი Zen არქიტექტურის თაობიდან, რომელიც გვთავაზობს გამარტივებული აჩქარების პროცედურას. არსობრივად, დამატებითი „ნული“ მოდელის დასახელებაში ხაზს უსვამს, რომ მოცემული პროცესორი გამოირჩევა Athlon Picasso-ს დანარჩენი პროცესორებისგან. 

image.png 

ახალი პროცესორის მახასიათებლები ცნობილია: ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.5 გჰც იზრდება არა ავტომატურად, არამედ ოვერქლოქინგის სტანდარტული ინსტრუმენტების მეშვეობით. პრეზენტაციაზე AMD-მ ისაუბრა ამ პროცესორის აჩქარების მოკრძალებულ შესაძლებლობებზე, რომლის ანახმადაც 3/.9 გჰც მიიღწევა, თუმცა ეს ზღვარი სავარაუდოდ მხოლოდ საილუსტრაციო მიზნითაა დადგენილი. Athlon 3000G-ის კონკურენტად მიიჩნევა Pentium G5400, რომელიც 73 აშშ დოლარი ღირს, AMD-ს ახალი პროცესორი კი 49 დოლარად გაიყიდება. 

image.png 

რეალურად, ეს პროცესორი ოვერქლოქინგს თავდაპირველ აზრს უბრუნებს, როდესაც ბიუჯეტური პროცესორისგან მოითხოვებოდა მაქსიმალური შესაძლო წარმადობა, რომელიც მიიწეოდა სიხშირეების აჩქარებით. Radeon Vega 3-ის გრაფიკული ქვესისტემა მუშაობს 1100 მჰც სიხშირეზე, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 4 მბაიტს შეადგენს, TDP-ის დონე კი ნომინალურ რეჟიმებში 35 ვატს არ აღემატება. 

image.png 

Athlon 3000G გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ AMD-ის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ეს მოდელი 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული, დედა დაფების მწარმოებლებისგან კი ცნობილია, რომ იგი 12-ნანომეტრიან Picasso-აობას მიეკუთვნება. Socket AM4-ის მქონე ბიუჯეტური დაფების მფლობელებს აუცილებლად გაახარებთ AMD-ის ახალი პროცესორი, რადგანაც შეძლებენ შეიძინონ საკმაოდ თანამედროვე და ბიუჯეტური პროცესორი აჩქარების შესაძლებლობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.