Magdalena Posted November 8, 2019 Share Posted November 8, 2019 შეგროვებიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს სპეციალისტებმა გახსნეს მთვარის გრუნტის ნიმუშებიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო მისია Appolo-ს დროს შეგროვებული ნიადაგი. მასალა სიგრძეში დაახლოებით 61 სმ და სიგანეში 5 სანტიმეტრია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გულდასმით ჩატარებული ანალიზები ასტრონავტებს დაეხმარება უკეთ მოემზადონ მთვარის ახალი მისიებისთვის. შეგახსენებთ, რომ მისია Artemis დაგეგმილია 2020-იანი წლებისთვის. კონტეინერში არსაბული მიწის ნიმუში მოპოვებულ იქნა იმ ადგილიდან, სადაც კოსმოსური რაკეტა Appolo-17 დაეშვა 1972 წელს. ნიმუში ასახავს მთვარის გრუნტის შემადგენელი ფენების თანმიმდევრობას. მისია Appolo-ს ფარგლებში NASA-ს ასტრონავტებმა დედამიწაზე დაახლოებით ოთხი ცენტნერი მთვარის გრუნტი და კლდის ნიმუშები ჩამოიტანეს. ნიმუშების უდიდესი ნაწილი შენახულ იქნა ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, რათა გაეხსნათ იმ დროს, როდესაც ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტები საგრძნობლად იქნებოდა გაუმჯობესებული, შესაბამისად, მოხდებოდა მათი უფრო ხარისხიანად გამოკვლევა. მასალების დაკონსერვების იდეა მდგომარეობდა შემდეგში - ნიმუშები შესაბამის პირობებში ხელუხლებლად შეენახათ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამდე. ამ ეტაპზე ლაბორატორიის მკვლევარებმა კონტეინერიდან ამოიღეს პირველი ნიმუში, რიცხვობრივი დასახელებით - 73002. https://3dnews.ru/997121 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.