Magdalena Posted November 5, 2019 Share Posted November 5, 2019 ბირჟა Binance-ის ამერიკულმა ქვეგანყოფილებამ სერვისს დაამატა სადებეტო ბარათით კრიპტოვალუტის შეძენის ფუნქცია. ამ დრომდე სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოაქტივების მოპოვება მხოლოდ ავტომატურ საანგარიშსწორებო ქსელში გადახდით, ანუ უშუალოდ ჩვეულებრივი საბანკო ტრანსფერებით. ამჯერად Binance US-ის წარმომადგენლების თქმით მომხმარებელთა აქტივები დაზღვეულია აშშ-ის სადაზღვევო რესურსების ფედერალური კომისიის (FDIC) მიერ. გარდა ამისა, კომპანიის ბლოგში ნათქვამია, რომ ახალი ფუნქციის ამოქმედებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში Binance US-ის პალტფორმის დღეღამურმა სავაჭრო ბრუნვამ 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღეისათვის ბირჟას აქვს 24 კრიპტოაქტივისა და 40 სავაჭრო სავაჭრო წყვილის მხარდაჭერა. Binance US-ის ვაჭრობის დინამიკა Binance-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გეგმავენ უახლოეს თვეებში გააფართოვონ მხარდაჭერილი პროდუქტების რაოდენობა და შეამცირონ ბარიერები ახალი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ Binance US სექტემბერში ამოქმედდა. თავდაპირველად ბირჟას მხოლოდ რამდენიმე კრიპტოაქტივის მხარდაჭერა ჰქონდა: ესენი იყო Bitcoin, Ethereum, XRP, Bitcoin Cash, Litecoin და Binance Coin. https://forklog.com/polzovateli-binance-us-smogut-pokupat-bitkoin-pri-pomoshhi-debetovyh-kart/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 5, 2019 Share Posted November 5, 2019 აქაც ორი თემა დაიპოსტა როგორც ჩანს და მეორეს მივაშლი, მეც სადებიტო ბარათს ვიყენებ სეხიოდან ფულის გამოსატანათ როცა მჭირდება, ყველაზე მარტივი გასახსნელია და ისეთი არაფერი ჭირდება რომ მოგცენ, მთავარია წესები არ დაარღვიო, ვისა კლასიკი ყველაზე კარგი ვარიანტია მაგ საქმისთვის, თუმცა მასტერ კარდიც შეიძლება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.