Magdalena Posted November 5, 2019 Share Posted November 5, 2019 კომპანია Dell-მა წარადგინა ახალი დაცული პლანშეტი Dell Latitude 7220 Rugged Extreme, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის. 12-დუიმიან Full HD დისპლეის აქვს 1000-ნიტიანი სიკაშკაშის მაჩვენებელი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ოპტიმალურია ღია სივრცეში გამოყენებისთვის, აგრთვე შესაძლებელია მისი ხელთათმანებით მოხმარებაც. პარალელურად, კომპლექტში შედის ელექტრონული ფანქარი. პლანშეტის გამოყენების სფერო მეტად ფართოა - საწარმოო დაწესებულებებიდან და სამედიცინო სამსახურებიდან დაწყებული - ტროპიკული და არქტიკული ექსპედიციებით დამთავრებული. პლანშეტი შეესაბამება MIL-STD-810G/H სტანდარტს, რაც მთელი რიგი ტესტირებით დადასტურდა. მოწყობილობას აქვს IP-65 სტანდარტის დაცვის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს წყლისა და მტვრისგან დაცვას. გამოცდისას პლანშეტმა გაუძლო 1.2 მეტრი სიმაღლიდან დაცემას, აგრეთვე -29-დან +63 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონის ტემპერატურას თანაც ისე, რომ ქმედითუნარიანი დარჩა. შიდა კომპონენტებიდან ცნობილია შემდეგი: მერვე თაობის Intel Core პროცესორი, 2 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD-ები. კონკრეტული კონფიგურაცია შერჩეული იქნება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ხელმისაწვდომია ორი მოხსნადი ბატარეის მქონე კონფიგურაციაც: შესაძლებელია მათი რიგრიგობით გამოყენება პლანშეტის გამორთვის გარეშე. გარესამყაროსთან კავშირისთვის ხელმისაწვდომია 4G LTE მოდემი, Wi-Fi 802.11ax და WWAN, WLAN, GPS რადიოსიხშირეების გამოყენების ფუნქცია. ინფორმაციის დაცვის მიზნით გათვალისწინებულია სახის ამომცნობი სისტემა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პლანშეტის აღჭურვა დაქტილოსკოპიური სკანერითა და სმარტ-ბარათებით. ახალი პლანშეტი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და მისი ფასი იქნება 2500 აშშ დოლარი. როგორც წესი, მსგავსი სეგმენტის პროდუქტები თავისუფალ გაყიდვაში იშვიათად გამოდის და ძირიდად კორპორატიული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31343/ekstremalno-zaschischennyj-planshet-dell-latitude-7220-rugged-extreme Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.