Magdalena Posted November 4, 2019 Share Posted November 4, 2019 Pcgamesn-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან, როგორ ავარჩიოთ საუკეთესო SSD ბიუჯეტის შესაბამისად. ყველაზე საიმედო SSD: Intel 600p. ეს დისკი არ არის ყველაზე სწრაფი Intel-ის მაღალი წარმადობის SSD-ებს შორის. ეს გახლავთ უფრო ოქროს შუალედი სწრაფ SATA 3-სა და ტოპ NVME SSD-ებს შორის. ამასთან, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ მის 512-გიგაბაიტიან ვერსიაზე, რომელიც გამოირჩევა წარმადობისა და სისწრაფის შესანიშნავი შეფარდებით. საუკეთესო NVMe-დისკი: Samsung 970 Pro. სწრაფ NVMe SSD-ებსა და მათ შედარებით ნელ SATA „თანამოძმეებს“ შორის მთელი უფსკრულია. როდესაც საქმე თამაშებს ეხება, ბიუჯეტურ SSD-ებსა და ტოპ პროდუქტ Samsung 970 Pro-ს შორის განსხვავება დიდი არაა, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ვერ შეაჩერებს მათ, ვინც უკომპრომისო სიჩქარესა და საიმედოობას აფასებს. Pcgamesn-ის ექსპერტების აზრით ეს დისკი პრაქტიკულად ხელშეუხებელია. შეაფასეთ - 1200 ტბ მონაცემების გადაწერა 3500 მბ/წმ სიჩქარით. მომგებიანი ფასი: Samsung 860 EVO. Samsung-ს წარმოების სრულიად ჩაკეტილი ციკლი აქვს. სწორედ ამიტომ კომპანია თავს უფლებას აძლევს თავის ბიუჯეტურ SSD-ებს მეტად მიმზიდველი ფასი დაადოს. 860 EVO ძვირია ბევრ სხვა ბიუჯეტურ დისკზე, თუმცა თუკი შევადარებთ რეალურ სიჩქარესა და საიმედოობას, არჩევანი ნათელი ხდება: მხოლოდ Samsung 860 EVO. საუკეთესო საუკეთესოთა შორის: Intel Optane SSD 905P. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს SSD ყველასთვის არ არის განკუთვნილი: საქმე მხოლოდ მის ღირებულებაში არაა. დღესდღეობით ძალიან ცოტა არჩევანია იმისთვის, რომ ამ დისკის მთელი, უზარმაზარი სიმძლავრე დაგჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოწინავე წარმადობის ტექნოლოგიების დანაკლისს განიცდით, მაშინ საუკეთესო SSD-სგან 600 დოლარი გაშორებთ. ამ ფასად 480 გბ ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31325/luchshij-ssd-oseni-2019-goda-dlya-ljubogo-koshelka-ot-ekspertov-rcgamesn Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.