Magdalena Posted October 31, 2019 Share Posted October 31, 2019 კომპანია Manli-მ დააანონსა რამდენიმე გრაფიკული ამაჩქარებელი სერიიდან GeForce GTX 1660 Super, რომლებიც აწყობილია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. მოკლედ შეგახსენებთ დასახელებული სერიის ვიდეო ბარათების მახასიათებლებს: 1408 ნაკადური პროცესორი და 6 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი bus-ით (14 გჰც). ეტალონური პროდუქტების საბაზისო სიხშირე 1530 მეგაჰერცს შეადგენს, ფორსირებული - 1785 მჰც-ს. Manli-ს ვიდეო ბარათების სერიაში შევიდა GeForce GTX 1660 Super-ის „შემოკლებული“ვერსია. მისი სიგრძე მხოლოდ 160 სანტიმეტრია, რის გამოც იგი კომპაქტურ კორპუსში დაყენებისთვისაა გამოსადეგი. გაგრილების სისტემა ერთი ვენტილატორის მქონეა, ბარათი მუშაობს რეფერენსულ სიხშირეებზე. გარდა ამისა, დაანონსდა ამაჩქარებლები Manli GeForce GTX 1660 Super with Twin Cooler და Manli GeForce GTX 1660 Super with Heatsink Blower Fan. პირველი მათგანი, როგორც სახელებიდან ჩანს, აღჭურვილია ორი ქულერით, მეორე - მაღალი ეფექტურობის მქონე Blower Fan-ით, რომელიც ბრუნვის დიდი სისწრაფით ხასიათდება. სიხშირეები ეტალონურ მაჩვენებლებს შესაბამება. და ბოლოს, წარმოდგენილია ვიდეო დაფა Manli GeForce GTX1660 Super Gallardo ქარხნული აჩქარებით: ჩიპის ბირთვის მაქსიმალური სიხშირე 1830 მეგაჰერცს აღწევს, გაგრილების სისტემაში ორი ქულერია მოცემული. https://3dnews.ru/996556 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.